CES 2024: ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს
CES 2024-ზე ხვრინვის პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა წარადგინეს — საუბარია Motion Pillow-ზე, ჭკვიან ბალიშზე. ბალიში ადამიანის ძილს აკვირდება, აკონტროლებს შესაბამის ბგერებს და აფიქსირებს ხვრინვას. ხვრინვის მომენტში ბალიში ააქტიურებს შესაბამის აირბალიშებს, რაც ადამიანის სუნთქვას აუმჯობესებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ Motion Pillow ხვრინვის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის ხვრინვის სიხშირესა და მასშტაბებს. ბალიშის გამოყენების შემდეგ მომხმარებლების უმეტესობას ძილის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ.
Motion Pillow-ს ერთ-ერთი დადებითი მხარე კომფორტშია. ბალიში მოიცავს სპეციალურ სისტემას, რომელიც ადამიანის ძილის სტილს სწავლობს. ამის შემდეგ ის იმახსოვრებს ინფორმაციას და მომხმარებელის თავსა და კისერს ინდივიდუალურად ერგება. ტექნოლოგია ასევე არეგულირებს ტემპერატურას, რაც ხელს უწყობს გრილ და კომფორტულ გარემოს მთელი ღამის განმავლობაში.
ასევე: CES 2024: სხეულის კამერა, რომელიც თქვენი ცხოვრების ყოველ დეტალს აღბეჭდავს
CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
გარდა ამისა, Motion Pillow უკავშირდება სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც ზუსტ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ძილის ხარისხის შესახებ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ CES 2024-ზე Motion Pillow-ს წარდგენა ძილის ტექნოლოგიების მხრივ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
კომენტარები