ველისა და Supergmiri.ge-ის საახალწლო პროექტი — მოიწვიე მეგობარი
ფოტო: VELI.store
ახალი წელი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც ძირითადად საჩუქრებთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ველისა და სუპერგმირის ახალი რეფერალური პროექტი საახალწლოდ ბავშვების დასაჩუქრების შესაძლებლობას ქმნის. ის ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ სუპერგმირის მოსაწვევი ლინკი მეგობარს გაუგზავნოს და მოუწოდოს, რომ გახდეს სუპერგმირი. თუ მოწვეული მეგობარი მართლაც გახდება დეკემბერში სუპერგმირი, მათი სახელით ველი და supergmiri.ge ბენეფიციარებს ყოველთვიურ ამანათთან ერთად საახალწლო საჩუქარს გაუგზავნიან.
პროექტში ჩართვა იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ ჯერ არ ხარ სუპერგმირი - უბრალოდ გაიარე რეგისტრაცია ბმულზე და პირად ექაუნთში აღმოაჩენე ღილაკო "მოიწვიე მეგობარი" — გაუზიარე ეს ლინკი მეგობრებს სოციალურ მედიაში ან საერთო ჩატში, თუ ისინი შემოუერთდებიან პლატფორმას მათი ბენეფიციარი მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ხოლო შენ ექაუნთში "ვირტუალური საჩუქრის ყუთი" გამოგიჩნდება, რომელიც მას შემდეგ გაეგზავნება ბენეფიციარს, როცა შენც გადაწყვეტ სუპერგმირობას.
თუ შენ უკვე სუპერგმირი ხარ, აღმოაჩინე უნიკალური მოსაწვევის კოდი შენს ექაუნთში — მოიწვიე მეგობარი, რომელმაც აუცილებლად 25 დეკემბრამდე უნდა დაადასტუროს შენი მოწვევა და გახდეს სუპერგმირი. ამ პირობის შესრულების შემთხვევაში საახალწლოდ შენი და მისი ბენეფიციარიც განკუთვნილ ყოველთვიურ ამანათთან ერთად, დამატებით საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.
ველი სუპერგმირთან 2023 წლის იანვრიდან თანამშრომლობს და ყოველთვიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ ბენეფიციართან ამანათების უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ სუპერგმირების დონაცია, სრულად ხმარდება ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტებს.
"სუპერგმირობა ჯადოსნური გამოცდილებაა, და პლატფორმის არსებობის სამი წლის მანძილზე დავინახეთ, რომ ყველაზე ხშირად ახალი ადამიანები უკვე გამოცდილი სუპერგმირების რჩევით ერთვებიან პროექტში.გვინდა საახალწლოდ ეს პრაქტიკა კიდევ უფრო წავახალისოთ, და ნებისმიერ ადამიანს მივცეთ მოტივაცია, გაუზიაროს ჩვენი პლატფორმა მეგობრებს. მადლობის ნიშნად კი საახალწლო საჩუქარს მათი სახელით ბენეფიციარებს გავუგზავნით, რაც ვფიქრობთ სუპერგმირებისთვისაც საუკეთესო საჩუქარია", — მარიტა გენებაშვილი, სუპერგმირის თანადამფუძნებელი.
პროექტ სუპერგმირის ფარგლებში დღეისთვის უკვე 400-ზე ბავშვს ჰყავს სუპერგმირი. მათი დახმარებით ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებზე მორგებული წიგნებით, განმავითარებელი სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათი ეგზავნებათ.
"ველის წელს ახალი წელი ყველასთან მიაქვს და გვსურდა VELI.store-ის ამ პროექტში მხარდაჭერით იმ ბავშვებთანაც მიგვეტანა ახალი წელი, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", — არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები