პერუს ჯუნგლებში კაცი სრულიად უცხო ვირუსით დაინფიცირდა
პერუში აქამდე სრულიად უცხო ვირუსი დააფიქსირეს. ვირუსი დენგეს ცხელებას, მალარიასა და სხვა ტროპიკულ დაავადებას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ერთჯერადი იყო, ახალი ვირუსი, სავარაუდოდ, კვლავ ცირკულირებს სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში.
უცხო ვირუსის პირველი შემთხვევა 20 წლის კაცს დაუფიქსირდა. პაციენტმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა რაც გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდა: მაღალი სიცხე, ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ძილიანობა, სინათლის მიმართ ძლიერი მგრძნობელობა და ტკივილი თვალებში.
ეს სიმპტომები სამხრეთ ამერიკის სოფლებში გავრცელებული დაავადებებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთი სიმპტომებით გამოირჩევა დენგო და მალარიაც. თუმცა, სისხლის ნიმუშების ლაბორატორიულმა ტესტირებამ ფლებოვირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინა.
ყველაზე ცნობილი ფლებოვირუსი Rift Valley ცხელების სახელითაა ცნობილი. ეს სერიოზული პათოგენია, რომელიც კოღოებით ვრცელდება. დაავადება ძირითადად სუბსაჰარის აფრიკის შინაურ ცხოველებშია გავრცელებული.
თუმცა, ახლად იდენტიფიცირებული ფლებოვირუსი საკმაოდ განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან. გენეტიკური ანალიზის მიხედვით, დაავადების გენები სრულიად უცნობი ფლებოვირუსებისგან შედგება.
მკვლევრების თქმით, ვირუსის ვარიანტი, სავარაუდოდ, ცენტრალურ პერუს ჯუნგლებში ცირკულირებს, თუმცა გაურკვეველია, რამდენად გავრცელებულია ის. მკვლევრებმა ჯერ არც ის იციან თუ რომელ სახეობაში შეიძლება იყოს გავრცელებული ვირუსი.
მთლიანობაში, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შანსები მცირეა, რადგან პირველი ადამიანის დაინფიცირების შედმეგ უკვე დიდი დრო გავიდა, მაგრამ სხვა შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად ამისა, შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ახალი პათოგენები მუდმივად ჩნდება და ეს ზრდის ახალი ეპიდემიების გავრცელების რისკებს.
შემთხვევის კვლევა ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები