ჯივიპიმ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
ფოტო: GWP
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და რაციონალური გამოყენების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი მედიისთვის წყლის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ღირებული ინფორმაციის გაზიარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე სიახლეები ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა, USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ოფიცერმა ჯორდი არიმანიმ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა და ჯივიპისა და USAID-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.
"USAID-თან ერთად მედიის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ. აღნიშნული კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საქმიანობასა და ზოგადად, წყლის სექტორზე საქართველოში.კანონი ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. Მიმდინარე ცვლილებები მომდევნო წლებში სრულად დაარეგულირებს წყალმომარაგების სექტორს." — ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
"USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს წყლის რესურსების ახალი კანონის შემუშავებას, კანონი ნერგავს ეფექტურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ მოხდეს წყლის რესურსების სწორი მართვა და გამოყენება, ამ სამუშაოების ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯივიპისთან, რომლის ახალი მფლობელის, აქუალიას გლობალური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონმდებლობის დანერგვის პროცესში.დღევანდელი ღონისძიება დიდი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მდგრად მოხმარებასთან დაკავშირებით." — USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე,ნინო ჩოხელი.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ყოველდღიურად 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, შესაბამისად, ნებისმიერი სახის რეფორმა, რომელიც ეხება წყლის რესურსების მართვას, გავლენას ახდენს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია." — ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი.
2023 წლის მარტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს წყლის რესურსების მართვის რეფორმის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ. მედიასთან გამართული ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და gwp-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები