საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ლიგა გაიმართება.
სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტული ტურნირები ჩატარდება, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან. მათ შორის: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა.
სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში — აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება.
ლიგაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სპორტის მასწავლებელს, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციის გავლასა და ტურნირისთვის მომზადებაში.
სასკოლო ლიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
"ჩვენი მიზანია სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, აირჩიოს ცხოვრების სწორი გზა. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც ბევრ წარმატებას გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას შევთავაზებთ, წავახალისებთ, რომ იაქტიურონ და განავითარონ საკუთარი უნარები. ჩვენი დიდი სურვილია, მომავალში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტის იმ სახეობებით, რომლებსაც ჯერჯერობით საქართველო სათანადოდ ვერ წარადგენს მსოფლიო ჩემპიონატზე. გვჯერა, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზებენ, მაგრამ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ", — აღნიშნავს სასკოლო ლიგის ადმინისტრატორი, როინ რაზმაძე.
"საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათთვის შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელებას. მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. სასკოლო ლიგასთან ჩვენი თანამშრომლობაც ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები