ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება — რა ვიცით
ფოტო: პირველი არხი
მოკლედ: რამდენიმე დღეა, ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის ნიშნად, სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ.
- მოთხოვნა დარკვეთის მაღაროში, 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლა და შესაბამისი ანაზღაურების მიღებაა.
- ვახტური რეჟიმი ზედიზედ 15 დღის (ან ღამის) განმავლობაში 12-საათიან ცვლაში, ოფიციალური შესვენების გარეშე მუშაობას გულისხმობს.
დეტალები: დარკვეთის მაღაროში გაფიცული მეშახტეების სურვილია 7-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.
- ისინი ამბობენ, რომ ამის დაპირება ჯორჯიან მანგანეზისგან ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ მიიღეს. თუმცა, პირობა დღემდე არ შესრულებულა.
- მაღაროელების თქმით, დამსაქმებელი თანახმაა, დარკვეთის მაღარო 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდეს, მაგრამ შესაბამისი ხელფასის გადახდაზე უარს ამბობს.
- "ეს მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ შეიძლება იზრდებოდეს სამუშაო დრო და არ იზრდებოდეს ანაზღაურება", — ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე.
- ისინი განმარტავენ იმასაც, თუ რატომ უნდათ ვახტურ რეჟიმზე გადასვლა:
- "იმიტომ არის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლა კარგი, რომ არ მოუწევთ ადამიანებს იმუშაონ დიზელის მზიდავებთან ერთად და ისუნთქონ დიზელის გამონაბოლქვი, რაც კიდევ უფრო აზიანებს მათ ჯანმრთელობას".
ამ დროისთვის, სამუშაოები გაჩერებულია ჭიათურის 13 მაღაროში — დარკვეთის მაღაროში მომუშავეებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა მაღაროელებიც, რომლებიც უკვე ვახტური რეჟიმით მუშაობენ.
- ტარიელ მიქაცაძე, რომელიც ერთ-ერთია გაფიცულთაგან, ამბობს, რომ ყველაფერი კომპანიასა და მათ სწორ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
- მორიგი მოლაპარაკება მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზს შორის სამშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.
რას ამბობს დამსაქმებელი: On.ge კომენტარისთვის ჯორჯიან მანგანეზს დაუკავშირდა.
- კომპანიაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს, რადგან, ამ ეტაპზე, "ჭიათურის საწარმოებში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა."
არქივიდან: ივნისში, ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები იყვნენ და ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
- პროტესტის ნიშნად მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, ზოგიერთმა მათგანმა კი პირი ამოიკერა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები