10 შთამბეჭდავი სათამაშო, რომლითაც ბავშვს ეკრანს მოწყვეტ
ფოტო: On.ge
ალბათ, ბევრჯერ გაგიგონია ან თავადაც გითქვამს, რომ დღეს მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა, როგორ ჩაუნაცვლონ შვილებს სმარტფონი. ბავშვის ცხოვრებაში სმარტფონი, აიპადი თუ კომპიუტერი ძალიან მცირე ასაკიდანვე ჩნდება, რის გამოც ისეთი გასართობის პოვნა, რომლითაც მათ ეკრანს მოვწყვეტთ, კიდევ უფრო რთულდება. ამ სტატიაში 10 სათამაშო მოვიძიეთ, რომელიც ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარება.
1. მოსახატი ნიღბების ნაკრები
ფოტო: On.ge
მოსახატი ნიღბების ნაკრები საშუალებას გაძლევს, ბავშვებთან ერთად თამაშში შენც ჩაერთო, კრეატიულები გახდეთ, ნიღბები თქვენი გემოვნებით მოხატოთ და თამაშისას განსხვავებული როლები მოირგოთ. სხვადასხვა ცხოველის ნიღაბი ხან დათვად, ხან მელად, ზოგჯერ კი, ცხოველთა მეფედაც გაქცევთ.
ფასი: 36 ₾ / დეტალურად ნახვა
2. თოჯინას საოცნებო სახლი, 3D ფაზლი
ფოტო: On.ge
ბავშვები ფაზლის აწყობისას სხვადასხვა უნარს ივითარებენ, თანაც ამ აქტივობაში ჩართვა მშობლებსაც შეუძლიათ, რის გამოც თამაში უფრო სახალისო იქნება, შედეგად კი, ბავშვებთან დაახლოებასთან ერთად, საოცნებო თოჯინების სახლსაც მიიღებთ.
ფასი: 36 ₾ / დეტალურად ნახვა
3. ქამელეონის თავგადასავალი
ფოტო: On.ge
იმისათვის, რომ ბავშვებს სმარტფონი დაავიწყო, მნიშვნელოვანია, ისეთი რამ გამოუძებნო, რაც მათ ყურადღებას დიდი ხნით მიიქცევს და საფიქრალს მისცემს. ქამელეონის თავგადასავალი სწორედ ასეთი გასართობია — ბავშვებს თამაშის ბოლომდე მისაყვანად გონების დაძაბვა და გამოწვევების დაძლევა მოუწევთ.
ფასი: 75,91 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ლეგოს კონსტრუქტორი 484 ნაწილით
ფოტო: On.ge
ლეგოს სიყვარული არც პატარებისთვის და არც მოზარდებისთვისაა უცხო, ამიტომ ეს გასართობი სხვადასხვა ასაკის ბავშვზეა გათვლილი. 484 ნაწილისგან შემდგარი კონსტრუქტორი მათ მოდუნების საშუალებას არ მისცემს და მარიოს საყვარელი პერსონაჟების აწყობაში საათებიც კი შეიძლება გაატარონ!
ფასი: 190,96 ₾ / დეტალურად ნახვა
5. შექმენი ლაბირინთი
ფოტო: On.ge
ბარათზე მოცემული დავალებების მიხედვით სხვადასხვა ლაბირინთის აწყობა ბავშვების ყურადღებას დიდი ხნით მიიქცევს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის თამაშები მათ მეგობრებთან ერთად გართობის საშუალებასაც აძლევს და თამაშ-თამაშით ახალი უნარების განვითარებაშიც ეხმარება.
ფასი: 115 ₾ / დეტალურად ნახვა
6. დაიჭირე მწერები
ფოტო: On.ge
თუ შენს პატარას სახალისო შეჯიბრებები უყვარს, ეს თამაში მის საყვარელ გასართობად მალევე იქცევა — ერთად ნახავთ, თოკზე მიბმული მაგნიტის მეშვეობით ვინ უფრო მეტი მწერის დაჭერას შეძლებს, გამარჯვებულისთვის პრიზის მოფიქრება კი ბავშვებს დამატებით მოტივაციასაც მისცემს.
ფასი: 56,25 ₾ / დეტალურად ნახვა
7. ასაწყობი სიზმრების დამჭერი
ფოტო: On.ge
ალბათ, ისეთ ბავშვსაც ხშირად შეხვდები, ყველაფრის თავისი ხელით აწყობა და დაშლა რომ უყვარს — ასაწყობი სიზმრების მჭერი სწორედ მისთვისაა. ეს გასართობი ბავშვს არ მოაწყენს, კონცენტრირების უნარსაც გაუუმჯობესებს და მის ოთახს კიდევ ერთ ლამაზ ნივთსაც შემატებს.
ფასი: 44 ₾ / დეტალურად ნახვა
8. შექმენი საკუთარი ჭაღი
ფოტო: On.ge
თუ ასაწყობი სიზმრების მჭერი ზედმეტად მარტივ დავალებად გეჩვენა, ბავშვებს უფრო რთული გამოწვევაც შეიძლება დაუსახო და საკუთარი ჭაღის შექმნის საშუალება მისცე. ამით ისინი ოთახის გაფორმებას, კრეატიულ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასაც მიეჩვევიან.
ფასი: 86 ₾ / დეტალურად ნახვა
9. ნებისმიერი ბავშვისთვის საოცნებო კარავი
ფოტო: On.ge
ბავშვობაში ვის არ უოცნებია ნამდვილ "შტაბზე"? ადგილზე, რომელსაც თავს შეაფარებდი, როცა მარტო თამაში მოგინდებოდა, ვინმეზე გაბრაზებული იქნებოდი ან სულაც, სადაც მეგობრებს საიდუმლოებს გაუზიარებდი? ბამბის კარავი ბავშვებისთვის ახდენილი ოცნებაა, იქ ყოფნისას კი სმარტფონის ხელში აღება არც კი გაახსენდებათ.
ფასი: 235 ₾ / დეტალურად ნახვა
10. ბალანსის სათამაშო ჭიაყელა
ფოტო: On.ge
ბავშვების გართობა 2 წლამდე განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ დამოუკიდებლად ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. ისინი თამაშების დიდი ნაწილისთვის ზედმეტად პატარები არიან, ამიტომ მუდმივად მშობლების ყურადღება სჭირდებათ, მათ კი ზოგჯერ მულტფილმების ჩართვის გარდა სხვა გზა არ რჩებათ. ბალანსის სათამაშო ჭიაყელა ამ დროს საუკეთესო გამოსავალია — ეს გასართობი ბავშვებისთვის მარტივიცაა, სასარგებლოც და საინტერესოც.
ფასი: 53,80 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები