შემდეგი პოდკასტი: ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც.
დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი.
შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში სწორედ ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი.
ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი.
კომენტარები