როგორები იქნებიან ძაღლები 10 000 წლის შემდეგ — კვლევა
მკვლევრებმა იმის შესაძლებლობა შეისწავლეს, თუ როგორ განვითარდება დღევანდელი ძაღლების ჯიშები 10 000 წლის შემდეგ. ექსპერტებმა ხელოვნურ ინტელექტს ამისთვის დღეს არსებული გენეტიკური და ვიზუალური ინფორმაცია მიაწოდეს
და აი კვლევის შედეგებს ილუსტრაციების სახით ხედავთ:
ცნობილია, რომ თანამედროვე ძაღლები მგლებისგან წარმოიშვნენ. ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესი სადაოა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, უკვე ათასობით წელია ადამიანები და ძაღლები მეგობრობენ.
ამის ფონზე, საინტერესოა როგორ გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა. სწორედ ამის წარმოდგენაში დაგვეხმარა ხელოვნური ინტელექტი. ამისთვის გენეტიკოსებმა ცნობილ ვეტერინარ, ერნი უორდთან ითანამშრომლეს.
უორდის თქმით, ამ მხრივ მომავლის ორი შესაძლო სცენარი არსებობს, ერთი გლობალური დათბობაა და მეორე გამყინვარების ხანა.
გლობალური დათბობის სცენარი
ამ სცენარის მიხედვით, გლობალური კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს იმაზე თუ როგორ მოვუვლით ძაღლებს. უორდს მიაჩნია, რომ რესურსების შემცირების გამო, ძაღლების სხეულის მასაც დაპატარავდება.
ჩვენ ვიცით, რომ მცირე ზომის სხეულს ნაკლები საკვები და ენერგია სჭირდება. ამასთან, პატარა სხეულის გაგრილება უფრო მარტივია. კანის ზედაპირის შემცირება დადებითად აისახება ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვაზეც.
ტემპერატურის მატება ასევე გამოიწვევს ძაღლების ბეწვის შემცირებას.
გამყინვარების სცენარი
მეორეს მხრივ, თუ გლობალური ტემპერატურა მეორე უკიდურესობისკენ გადაინაცვლებს და დაიწყება გამყინვარება, ძაღლებს უფრო სქელი ბეწვი ჩამოუყალიბდებათ.
უორდის თქმით, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან თუ როგორ აისახება გამყინვარება ძაღლების ზომაზე. თუმცა, ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში ძაღლებს მეტი ცხიმი გაუჩნდებათ, რომელიც ენერგეტიკული რეზერვუარის როლს შეასრულებს.
საინტერესოა, რომ ასეთ შემთხვევაში ძაღლებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ მგლის მსგავს მახასიათებლებს.
უფრო ექსტრემალურ სცენარში, მგლისმაგვარმა მახასიათებლებმა შეიძლება ადამიანებსა და ძაღლებს შორის კონკურენცია გააჩინოს. ალბათ, ეს ჩვენი მეგობრობისთვის ნამდვილი გამოცდა იქნებოდა.
არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სცენარი, რომელის მიხედვითაც კაცობრიობა ახალ პლანეტაზე (მარსზე) გადადის. ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება სურვილი იქ თავისი უახლოესი მეგობარიც წაიყვანოს.
სწორედ ეს სცენარები გაითვალისწინა ხელოვნურმა ინტელექტმა და შემოგვთავაზა შესაბამისი ილუსტრაციები.
კომენტარები