აზერბაიჯანის პოლიციამ, AbzasMedia-ზე რეიდის ფარგლებში, კიდევ ორი პირი დააკავა
აზერბაიჯანის პოლიციამ AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორი დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია პირი, რომელიც გამოცემასთან თანამშრომლობდა.
მთავარი რედაქტორი სევინჯ ბაგიფგიზი დღეს დილის საათებში დააკავეს, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ. მაჰამად კეკალოვი კი, რომელიც შშმ პირების უფლებების აქტივისტი და ასევე, ადაპტირებული მოდის დიზაინერია, გუშინ დააკავეს.
ვაგიფგიზის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, პოლიციამ, AbzasMedia-ს ოფისში რეიდის დროს, კომპანიის დირექტორი, ულვი ჰასანლი დააკავა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ისლამ სიხალიმ OC Media-ს განუცხადა, რომ ვაგიფგიზი დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე დააკავეს, გაჩხრიკეს მისი სახლიც.
ჰასანლის და ვაგიფგიზის ბრალად ედებათ, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, კონტრაბანდულ საქმიანობაში. პოლიციამ, არსებული ინფორმაციით, გამოცემის ოფისის ჩხრეკისას, 40 ათასი ევრო იპოვა.
გამოცემამ სამართალდამცველები, ჰასანლისთვის ცრუ ბრალდების წასაყენებლად, თანხის ჩადებაში დაადანაშაულა. ამ ტაქტიკაში პოლიცია აქამდეც დაუდანაშაულებიათ.
ვაგიფგიზიმ ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანის ხელისუფლება AbzasMedia-ს მუშაობის შეფერხებაში დაადანაშაულა.
AbzasMedia ცნობილია საგამოძიებო სიუჟეტებით, მათ შორის, ალიევების ოჯახის საქმიან გარიგებებზე, ასევე, 2020 წლიდან, მთიანი ყარაბაღის აღდგენითი სამუშაოებისას კორუფციული საქმიანობების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჰამედ კეკალოვი საკუთარ სახლში დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა, რომლებმაც ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერი.
მისმა ადვოკატმა, როვშანა რაჰიმლიმ OC Media-ს დღეს განუცხადა, რომ რომ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
”მე მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, ბაქოს ქალაქის მთავარ პოლიციის დეპარტამენტს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს და სხვა ინსტიტუტებს. ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში თქვეს, რომ მოიძიებენ ინფორმაციას და დამიკავშირდებიან", — თქვა რაჰიმლიმ.
"სამართლებრივი აბსურდი"
AbzasMedia-ზე შეტევას აზერბაიჯანის ჟურნალისტებისა და აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა, ზოგი მათგანი მომხდარს "თეატრალურ წარმოდგენად“ აფასებს და ბაქოს მიერ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ხელყოფის გაგრძელებას უწოდებს.
გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი ამბობს, რომ დაკავებები არის "სამართლებრივი აბსურდი" და "ქვეყნის ხელმძღვანელობის სისუსტის გამოვლინება".
"ხელისუფლებამ, როგორ ყოველთვის, გამოაჩინა საკუთარი სიმახინჯე. ორმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა გააბრაზა კორუმპირებული მაღალჩინოსნების არმია, მათ შორის, პრეზიდენტი", — თქვა მან.
დღესვე, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორისა და დირექტორის დაპატიმრება და მომხდარი ბაქოს მიერ სიტყვის თავისუფლების "დაუნდობელი რეპრესიების" ნაწილად შეაფასეს.
"AbzasMedia-ზე შეტევა არის პოლიტიკური სისტემის დაუნდობელი დამოკიდებულების გამოხატულება თავისუფალი პრესის მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ამ რეპრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ცალსახად განაცხადა, რომ "მედია თავისუფალია“ აზერბაიჯანში".
დაპატიმრებები დაგმო, ასევე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მოითხოვა ჰასანლისა და მისი კოლეგების გათავისუფლება, მათ შორის იყვნენ — Amnesty International, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი და საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები