თეგეტა ჰოლდინგი ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
თანამედროვე ემანსიპირებულ სამყაროში, სადაც თანაბარ შესაძლებლობებზე წვდომა მნიშვნელოვან ორიენტირად იქცა, გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. გამონაკლისი არც ქალთა ფეხბურთია - მამაკაცების სივრცედ მიჩნეულ მოედანზე ქალებს ახლაც უწევთ, დაამტკიცონ, რომ აქ მათი ადგილი ნამდვილად არის.
ამ სტერეოტიპის დაძლევისა და ფეხბურთით ქალების დაინტერესების მიზნით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „კვარტალი“. მისი ჩამოყალიბების იდეა 2016 წელს რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა. ინიციატივას მალე საინტერესო განვითარება მოჰყვა და კლუბს 2019 წლიდან ქალთა გუნდი დაემატა, 2020 წელს ქალთა მასტერ ლიგაში ჩაერთნენ, 2021 წელს კი საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და საფეხბურთო სკოლა-აკადემიაც შექმნეს. კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი გოგონა კი დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებში ასპარეზობს.
მიღწევები თვალსაჩინოა, თუმცა იმისთვის, რომ კლუბი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ფინანსური რესურსი და იმ ადამიანების თანადგომა, რომლებსაც სჯერათ, რომ ქალთა ფეხბურთს საქართველოში დიდი მომავალი აქვს.
ამ მიზნით თეგეტა ჰოლდინგი საფეხბურთო გუნდ კვარტალის მხარდამჭერი გახდა და, ამასთანავე, 2 ფეხბურთელს 1-წლიანი სტიპენდია დაუნიშნა. დონაციის პლატფორმის — tegeta.care-ის საშუალებით კი ნებისმიერ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა მისცა, წვლილი შეიტანოს თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში და გახდეს გოგონათა საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი კანკია 16 წლისაა. ის საქართველოს ასაკობრივ U19 ნაკრებში ირიცხება და გამთამაშებლის პოზიციას იკავებს. პარალელურად, აბიტურიენტია, მომავალი იურისტი.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ლიზი კანკია, ფეხბურთელი: "ფეხბურთის პროფესიულად თამაში 13 წლისამ კვარტალში დავიწყე. მინდა წარმატებული ფეხბურთელი გავხდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, სამომავლოდ კი ევროპის რომელიმე გუნდში მოვხვდე. ვარჯიშს დიდი დრო მიაქვს, რაც წელს განსაკუთრებით რთულია, რადგან აბიტურიენტი ვარ და ვარჯიშის მეცადინეობასთან შეთავსება მიწევს. ფიზიკურად, ემოციურად თუ ფინანსურად განსაკუთრებით მძიმე პერიოდში თეგეტა ჰოლდინგის სტიპენდია მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს მხარდაჭერა მეხმარება, რომ ვარჯიში გავაგრძელო და ოცნებები ავიხდინო".
ფეხბურთის თამაშს ცხოვრების მთავარ საქმედ განიხილავს 16 წლის მარიამ მამფორია, თეგეტა ჰოლდინგის კიდევ ერთი სტიპენდიატი. ასაკობრივ U17 ნაკრებში მარიამი კაპიტანია. ფეხბურთის თამაშით მან ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
მარიამ მამფორია, ფეხბურთელი: "ფეხბურთთან პირველი შეხება ადრეულ ასაკშივე მომიწია. ბაბუაჩემი ფეხბურთელი იყო, ახლა მწვრთნელია. ოჯახის მხარდაჭერა მქონდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან ბარიერები მაინც შემხვდა. მართალია, სტერეოტიპული დამოკიდებულება ჯერ ისევ არის, თუმცა საგრძნობლად შესუსტდა. ეს ცვლილება კი სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ზრუნვასა და ძალისხმევას არ იშურებს ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის. პირადად ჩემთვის თეგეტა ჰოლდინგის სტიპენდია სწორედ განვითარების შესაძლებლობაა — მინდა, ფეხბურთს გავყვე".
სტიპენდიის გარდა, თეგეტა ჰოლდინგი მხარს უჭერს მთლიან გუნდს რათა სპორტსმენებმა განვითარება განაგრძონ და მათ ანგარიშზე კიდევ ბევრი გოლი აისახოს.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "საზოგადოებაზე ზრუნვა და ქალების გაძლიერება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
გვიხარია, რომ გოგონათა საფეხბურთო კლუბის კვარტალის აღმოჩენით, ჩვენი მიზნები ერთ სივრცეში გაერთიანდა. გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ორ ფეხბურთელ გოგონას - ლიზისა და მარიამს, რომლებიც ამ სფეროში პროფესიონალურად გაზრდას გეგმავენ, ასევე ჩვენს შვილობილ კომპანია ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ. გვჯერა, რომ ეს ძლიერი და მიზანდასახული გოგოები არ შეწყვეტენ განვითარებას და მათ ანგარიშზე კიდევ უფრო მეტ გოლსა და გამარჯვებას ვიხილავთ".
თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ამით არ სრულდება. ჰოლდინგის მიერ შემუშავებულ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიან სტრატეგიაში გაწერილია მიზნები, ამოცანები და კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც ჰოლდინგი 2024 წლამდე გეგმავს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები