შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გულის შეტევის პროგნოზირება 10 წლით ადრე შეუძლია
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. სტატისტიკა გვეუბნება, რომ გულის პრობლემების გამო ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. ხუთიდან ოთხი შემთხვევა უშუალოდ გულის შეტევასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მესამედი 70 წელზე ქვემოთ მყოფ ადამიანებს ემართებათ.
სწორედ ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გულის შეტევის პროგნოზირება 10 წლით ადრე შეუძლია.
ხელოვნუტი ინტელექტი აფიქსირებს გულის შეტევის რისკებს; არტერიების შევიწროვებასა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს.
ხარვეზი დიაგნოზში
როგორც წესი, პაციენტი მიდის ექიმის კაბინეტში და უჩივის გულმკერდის არეში ტკივილს. ექიმი პაციენტს შესაბამის კვლევებს უნიშნავს. ეს გულის არტერიების შესაძლო შევიწროვებისა და ბლოკირების გამოსავლენად.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში შედეგები ზუსტი არაა. ანუ, შეიძლება გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი ფაქტორები. შესაბამისად, ეს ზრდის გულის შეტევის რისკებს და მკვლევრებს სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორება სურთ.
მკვლევრებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ ის პირები, რომლებსაც გულის CT სკანირება ჩაუტარდათ. ისინი ამ ადამიანებს დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გულის შეტევის შემთხვევბი იმ პირებშიც ხშირი იყო, რომლებსაც ერთი შეხედვით შესაბამისი ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
"ყოველწლიურად გულის შეტევით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ფაქტია, ჩვენ გვიჭირს მსგავსი შემთხვევების პროგნოზირება. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და მოვახდინოთ შემთხვევების პრევენცია", — თქვა პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა, ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა.
AI და პაციენტების მონაცემები
სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მკვლევრებმა ახალი ხელოვნური ინტელექტი შექმნეს. სისტემა ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს აანალიზებს. კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს გულის შეტევის სხვა სიგნალებიც არ გამორჩენია.
რვა წლის განმავლობაში 3 393 პაციენტზე დამატებითი ტესტების ჩატარების შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული რისკების პროგნოზირება.
საბოლოოდ, მკვლევრებმა მონაცემები ექიმებს გადაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ ექიმებმა ხელოვნური ინტელექტის მონაცემები გამოიყენეს და 45%-ის შემთხვევაში საერთოდაც დიაგნოზის გადახედვაც გახდა საჭირო.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა მუშაობს და მისი გამოყენება გულის შეტევების პრევენციისთვის ნამდვილად შეიძლება.
კვლევა ბრიტანეთის გულის ფონდმა დააფინანსა და მას ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები უძღვებოდნენ.
კომენტარები