არჩილ თალაკვაძე

14 Nov. 2023, 13:13

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. 

ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ როდესაც ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ეს არის დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა, უფრო ძლიერი და გაზრდილი ეკონომიკა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესი — ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი.

ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და დღეს ჩვენი ქვეყანა არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, უფრო ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10 წლის წინ. სწორედ ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს

"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722…