სმარტფონების რადიაცია სპერმის ხარისზე ცუდად მოქმედებს — კვლევა
დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ ტელეფონებით გამოწვეული ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ამაში სპერმის ხარისხიც იგულისხმება.
ამ მომენტამდე შესაბამისი კვლევების შედეგები არათანმიმდევრული იყო. იყოფა დარგის სპეციალისტების აზრებიც.
კვლევა
და აი ახლა, ამ თემაზე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა. ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 18-დან 22 წლამდე ასაკის 2 886 კაცის მონაცემები გააანალიზეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სპერმის რაოდენობისა და კონცენტრაციის შემცირება დაკავშირებულია მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებასთან.
"კვლევის მონაწილეებმა შეავსეს დეტალური კითხვარი, რომელიც ეხებოდა მათ ცხოვრების წესს, ჯანმრთელობასა და იმას თუ რა სიხშირით იყენებდნენ ტელეფონს. ჩვენ ისიც გვაინტერესებდა თუ სად ათავსებდნენ სმარტფონს, როდესაც მას არ იყენებდნენ", — თქვა კვლევის ავტორმა სერჟ ნეფმა.
შედეგად გამოვლინდა კორელაცია სპერმის შემცირებულ კონცენტრაციასა და მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებას შორის. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პირებს, რომლებიც სმარტფონს იშვიათად იყენებდნენ, სპერმის საშუალო კონცენტრაცია ბევრად მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ტექნოლოგიას ხშირად იყენებდა.
ახალი კვლევა საინტერესოა და ის გვეუბნება, რომ სმარტფონის რადიაცია სპერმაზე მართლაც უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, თუ ზუსტად როგორ ხდება ეს კვლევით გამოვლენილი არ არის.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმვენ. ახლა მათი მიზანია მეტი კონკრეტიკა, რათა ზუსტად ვიცოდეთ თუ როგორ მოქმედებს სმარტფონის რადიაცია სპერმაზე.
კომენტარები