უკრაინამ კამიკაძე რობოტები შექმნა და ახლა მათ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს
უკრაინულმა Brave1-მა, სამხედრო ტექნოლოგიების მწარმოებელმა გაერთიანებამ, სახმელეთო კამიკაძე რობოტი შექმნა. უკრაინელები მას რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
Defense Blog-ის ინფრომაციით, ახალი რობოტების გამოყენება უსაფრთხო დისტანციიდან შეიძლება.
სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ უკრაინელებმა ნანოტექნოლოგიური სამოსი შეიმუშავეს, რომელიც ადამიანებს დრონებისთვის "უხილავს ხდის". და აი ახლა, როგორც ჩანს, კამიკაძე რობოტების ჯერია.
როგორც სახელი გვეუბნება, სახმელეთო რობოტი კამიკაძე სტილის შეტევების განსახორციელებლად გამოიყენება.
რობოტს Ratel S ჰქვია და ის ტანკებზე უსაფრთხო დისტანციიდან თავდასხმისთვის იდეალურია. რობოტს ტანკსაწინააღმდეგო ასაფეთქებლის გადატანა შეუძლია და მისი სიჩქარე საათში 24-კილომეტრია.
რობოტს ფუნქციონირება დატენვის გარეშე 2 საათის განმავლობაში შეუძლია. რაც შეეხება დისტანციას, მისი მართვა 6 კილომეტრის დაშორებიდანაა შესაძლებელი.
მიხაილო ფედოროვის პოსტის მიხედვით, Ratel S-მა გაიარა ყველა საველე შემოწმება და ახლა ბრძოლის ველზე გასაშვებად მზად არის. უკრაინის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა პოსტს რობოტთან დაკავშირებიული პატარა ვიდეოც დაურთო.
უკრაინის მხრიდან ეს მორიგი ინოვაციაა. გასულ წელს შევიტყვეთ, რომ უკრაინა მსოფლიოში პირველ საზღვაო დრონების ფლოტს ქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ახალი უპილოტო დრონები დაიცავენ უკრაინის წყლებს, შეაჩერებენ რაკეტების მატარებელ რუსულ გემებს, დაიცავენ სავაჭრო გემებსა და შეასრულებენ გასაიდუმლოებულ მისიებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგიაც Brave1-ის შემუშავებული იყო.
კომენტარები