როგორ გაგრძელდება იმპიჩმენტის პროცესი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა ხდება? დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
- ამით დააკმაყოფილა მმართველი პარტიის დეპუტატების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
- საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სასამართლოს დასკვნას.
- "პირიქით, მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ იგი აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ამ ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში", — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.
რას ნიშნავს იმპიჩმენტი?
- კანონი განმარტავს, რომ იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ
- პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ — პოლიტიკური საკითხია.
- იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციოს დასკვნის შემდეგ, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი მიიჩნევა მოხსნილად და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია ამ თანამდებობის პირის მიმართ იმავე ბრალდების წარდგენა.
პროცედურულად: კონსტიტუციის დარღვევის მიზეზით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი იმპიჩმენტის შესახებ.
- იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დაისმება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
-
საქართველოს პრეზიდენტი ჩაითვლება იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.
პოლიტიკური კონტექსტი: მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, პარლამენტში არ ჰყავს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 დეპუტატი — ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
- იმპიჩმენტის პროცესისთვის მათ სჭირდებათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა.
- "იმედს ვიტოვებთ, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი, ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს", — თქვა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ.
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
კომენტარები