მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება
მეცნიერები მუშაობენ პრეპარატზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება და ეს ფიზიკური აქტივობის გარეშე. მათ აბი თაგვებზე გამოცადეს, თუმცა ნუ იჩქარებთ და თქვენს სავარჯიშო ტანსაცმელს ნუ გადაყრით.
ფლორიდის უნივერსიტეტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ახლად შემუშავებულმა ნაერთმა — SLU-PP-332 თაგვებზე კარგად იმოქმედა. მღრნელებმა წონაში დაიკლეს და მეტაბოლიზმი გაუუმჯობესდათ. ამან თაგვების ფიზიკური შესაძლებლობები გაზარდა და ეს ყველაფერი ვარჯიშის გარეშე.
"ნაერთი კუნთებზე დაახლოებით ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში", — თქვა კვლევის ავოტორმა, თომას ბურისმა.
SLU-PP-332 პირდაპირ EFF ცილებზე მოქმედებს. ეს ცილები სხეულის ენერგიით მომარაგებაზე არიან პასუხისმგებელი. ცილები ბუნებრივად ვარჯიშის დროს გამოიყოფა, მაგრამ ახლა დასტურდება, რომ მათი სტიმულირება წამლითაც შეიძლება.
"როდესაც თაგვებს ამ ნაერთს ვაძლევთ ვხედავთ, რომ მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებაზე გადადის. ეს იმას ჰგავს რაც ვარჯიშისას ხდება. ასეთ დროს თაგვები ზედმეტ წონას კარგავენ", — ამბობს ბურისი.
რა თქმა უნდა, თაგვები ადამიანები არ არიან, ამიტომ ზუსტად არ ვიცით როგორ იმოქმედებს ეს ჩვენზე.
მსგავს პრეპარატებზე მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ როგორც ბურისი ამბობს, მათ მიერ მიღებული ნაერთი განსხვავებულია. ამის არგუმენტად მას ის მოჰყავს, რომ თაგვებს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლინდათ.
აბზე მომუშავე მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევების გაგრძელებას აპირებენ.
კომენტარები