სრულიად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდა CX90 საქართველოშია
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
უპრეცედენტო სიმძლავრე, დახვეწილი დიზაინი და მთლიანად მძღოლზე მორგებული ჭკვიანი სისტემა — მაზდა CX90 უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის გამორჩეული მოდელი სრულიად ახალი ტექნიკური მახასიათებლების ავტომობილია, რომელიც წინა მოდელებისგან ძრავის მოცულობით, სისწრაფითა და ამავდროულად ეკონომიურობით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლებისთვის მაზდა CX90 ექსკლუზიურად მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმშია ხელმისაწვდომი.
"CX90 მაზდას აქამდე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე დიდი და გამორჩეულია. მნიშვნელოვანია ის, რომ CX90 გამოსვლისთანავე შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდისთვის ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში საქართველოში მაზდას მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ჩვენი მიზანიც იაპონური ბრენდი კიდევ უფრო პოპულარიზებაა.
CX90 გამოირჩევა სიდიდით და აღჭურვილია სავარძლების მესამე რიგით, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მძღოლებისათვის, რომლებსაც საშუალოზე დიდი ოჯახი ჰყავთ, 5-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უწევთ ან უბრალოდ მათთვის, ვისთვისაც დიდი სივრცე კომფორტის შემქმნელი მთავარი ფაქტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია 3.3 მოცულობის, ექვსცილინდრიანი, ტურბო ძრავით, რომლის საშუალებითაც 345 ცხენის ძალის განვითარებაა შესაძლებელი. მაზდას აქამდე არსებულ ყველაზე მძლავრ მოდელს რომ შევადაროთ, მას 285 ცხენის ძალა ჰქონდა", — აღნიშნავს ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას ბრენდ დირექტორი.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 219 კმ/საათია. სიმძლავრესთან მიმართებით CX90 საკმაოდ ეკონომიურია, მისი ძრავა Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
მაზდას ახალი მოდელი წარმოდგენილია უმაღლესი კომპლექტაციით. SUV ტიპის ავტომობილი გაწყობილია ტყავის სალონითა და პანორამული ლუქით. ჭკვიანი სისტემის საშუალებით კი იმახსოვრებს მძღოლის მონაცემებს და მას სახით ამოიცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩასხდომის წინ სავარძელი ერგება იმ კონკრეტულ მძღოლს, რომელიც იმ დროისთვის მართავს ავტომობილს.
"როგორც წესი, მაზდას ავტომობილების შექმნისას ბრენდი ორიენტირებულია მძღოლზე, რათა მანქანის მართვა მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს და ეს იგრძნობა დიზაინის თითოეულ დეტალში. CX90 თავისი კომპლექტაციით, დახვეწილი დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემებით მგზავრობის აბსოლუტურად განსხვავებულ, სასიამოვნო და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს", — ამბობს ნოდარ ჭირაქაძე.
ავტომობილის დიზაინი იაპონური ხედვით შეიქმნა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული დეტალი მძღოლის კომფორტზეა მორგებული. CX90-ს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის უკონტაქტო გასაღები და ღილაკზე დაქოქვის სისტემა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია საქარე მინაზე დაპროექტებული ფერადი აქტიური მართვის ეკრანითა და ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა: Off-Road-Traction-ი, სავარძლები რვა პოზიციიანი რეგულირებით, საჭის თბობის ფუნქცია და Sport ღილაკი.
CX90 როგორც ტექნიკური მონაცემებით, ისე ექსტერიერითა და ინტერიერით გათვლილია ადამიანებზე, რომლებისთვისაც ავტომობილი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გადაადგილების საშუალება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები