როგორ მივიღოთ ხორბლის ხარისხიანი მოსავალი? — რეკომენდაციები სპეციალისტისგან
ფოტო: აგროსფერო
სექტემბერი-ოქტომბერი ის დროა, როცა ფერმერები საადრეო მარცვლეული კულტურებისთვის ნიადაგის მომზადებასა და თესვას იწყებენ. სათესლე მასალების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევა და მომარაგებაც ამ პერიოდიდან იწყება.
ფოტო: აგროსფერო
როგორ უნდა შეირჩეს ხორბლის სათესლე მასალა? რა გავლენას ახდენს სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები მოსავლის ხარისხზე და როგორია ხორბლის მოყვანის ძირითადი წესები? — ამ და სხვა საკითხებზე აგროსფეროს ხორბლის სათესლე მასალის პირველადი წარმოების ხელმძღვანელი, ალექს ზაზიკაშვილი საუბრობს.
ფოტო: აგროსფერო
ბატონო ალექს, რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ხორბლის თესლის შერჩევისას?
ხორბლის სათესლე მასალის შერჩევისას აუცილებელია ფერმერმა კარგად იცოდეს მისი წარმომავლობა, შემადგენლობა და მახასიათებლები. ის მორგებული უნდა იყოს რეგიონის კლიმატურ პირობებზე და გააჩნდეს რეზისტენტობა იმ დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ, რომელიც კონკრეტულ არეალშია გავრცელებული. ამასთან, აუცილებელია, სათესლე მასალა იყოს სერტიფიცირებული.
საქართველოში თბილი კლიმატია, ამიტომ ხორბალი ყვავილობას ადრე იწყებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სათესლე მასალა საადრეო ჯიშის იყოს. აგროსფერო უკვე 7 წელიწადია, ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად, სწორედ ამგვარ საადრეო ჯიშის სათესლე მასალებს აწარმოებს. ოთხივე ჯიში — ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი და ბალიტუსი — სერტიფიცირებულია. ამ ჯიშებს გააჩნია მოსავლის მაღალი პოტენციალი, არის მედეგი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და ხასიათდება ცხობის მაღალი პოტენციალით.
ფოტო: აგროსფერო
როდის უნდა დაიწყოს ფერმერმა სასუქების გამოყენება და რა უნდა გაითვალისწინოს მან ხორბლის კვების სქემის შემუშავებისას?
ხორბლის მოყვანის შემთხვევაში, სასუქების შეტანა, ძირითადად, სამ ეტაპად ხდება. პირველად ნიადაგის დამუშავების პროცესში. ამ შემთხვევაში, სასურველია, წინასწარ ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი, რაც ფერმერს დაეხმარება საჭიროებების დადგენასა და სასუქის ტიპისა თუ დოზის სწორად შერჩევაში. მეორედ საკვები ნივთიერებების შეტანა ნიადაგში უშუალოდ თესვის დროს ხდება. მესამედ კი გაზაფხულზე, ერთ ან ორ ეტაპად.
ძალიან მნიშვნელოვანია სასუქების სწორად შერჩევაც — უნდა იყოს ადვილად ხსნადი, რათა მცენარემ ის მარტივად აითვისოს და არ მოხდეს მისი ჩარეცხვა ან აორთქლება. ასევე, მნიშვნელოვანია იყოს სუფთა შემადგენლობისა და მაღალეფექტური. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Yara-ს ბრენდის პროდუქციას, რომელსაც საუკეთესო მახასიათებლები აქვთ, არის უსაფრთხო და უზრუნველყოფს ხარისხიან და მაღალ მოსავალს.
ფოტო: აგროსფერო
რამდენად ახდენს გავლენას მოსავალზე ხორბლის დაცვის საშუალებები?
მავნებლებმა შესაძლოა ხორბლის მოსავალი დაახლოებით 25%-ით შეამციროს, სარეველამ 30%-ით, ხოლო დაავადებებმა 14%-ით. შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებები აგრომეურნეობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. იმისათვის, რომ ფერმერს არ ჰქონდეს დანაკარგი და დაზღვეული იყოს რისკებისგან, აუცილებელია, არჩევანი ხარისხიან პრეპარატებზე შეაჩეროს, როგორიცაა Bayer-ის პროდუქცია. ბრენდი აწარმოებს მცენარეთა დაცვის ინოვაციურ საშუალებებს, რაც არა მხოლოდ მის ეფექტიანობაში გამოიხატება, არამედ ხასიათდება მცენარეზე მინიმალური ზეგავლენით. ეს კი უხვთან ერთად, ჯანსაღი მოსავლის გარანტიაა.
ფოტო: აგროსფერო
რა პერიოდიდან იწყება ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავება და რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ამ პროცესში?
საქართველოს უმეტეს რეგიონში ხორბლის მოსავლის აღება ივნისის ბოლოდან და ივლისის დასაწყისიდან იწყება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამღებ ტექნიკას. მნიშვნელოვანია კომბაინი სუფთად იღებდეს მოსავალს, დანაკარგის გარეშე და შეეძლოს აღებული ხორბლის კარგად გასუფთავება-დახარისხება.
თუ ხორბლის რეალიზება აღებისთანავე არ ხდება, მაშინ მოსავალი გრილ და მშრალ ადგილას უნდა დაბინავდეს, სადაც ტემპერატურა 25°C-ზე მეტი არ იქნება. სინესტე და მაღალი ტემპერატურა მავნებლებს იზიდავს, რაც, ცხადია, ხორბლის დაზიანებას იწვევს.
ფოტო: აგროსფერო
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები