ზურაბ ჯაფარიძე

18 Sep. 2023, 12:17

სუს-მა ბრიფინგი ჩაატარა, ფარცხალაძე და სამთავრობო თვითმფრინავის ვითომ Uber-ად მუშაობა დაიკიდეთ, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი რუსთაველზე აფეთქებას აპირებსო.

ამას იკვლევენ თურმე და მაგიტომ არ სცალიათ FSB-ს შნირებისთვის. ე.წ. ბაკურიანის გეგმამ ამოწურა საკუთარი თავი და ახლა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ამზადებენ თურმე დამრტყმელ ოცეულებს.

მაინც გასაგები რომ იყოს რაში დასჭირდათ ეს ბოდვა ამ **ეებს:

  • გადასაფარი იყო ღარიბაშვილის ჩა*მული (ფრენა ბორტი #1-ით პირადი მიზნებისთვის);
  • გადასაფარი იყო კალაძის ჩა*მული (იგივე ოღონდ მრავლობითში);
  • გადასაფარი იყო ფარცხალაძის რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის გაშიფვრა;
  • გადასაფარი იყო შოვი.

ბევრი ნეგატივი დაუგროვდათ ბოლო პერიოდში. სჭირდებათ ქუჩის პროცესების წინასწარი პრევენცია ბრიუსელიდან სტატუსზე უარის შემთხვევაში. სჭირდებათ ხალხის დაშინება — რუსთაველზე არ გახვიდეთ, ბრიუსელმა თუ უარი გვითხრა, იქ აფეთქებას აპირებენო. 
სჭირდებათ ხალხის განწყობაზე პრევენციულად მოქმედება — სტატუსზე უარის შემთხვევაში თუ პროტესტის გრძნობა გაგიჩნდათ, რუსთაველზე არ გახვიდეთ, იქ სააკაშვილის ხალხი არეულობას გეგმავენო. 

ფიქრობენ რომ ევროკავშირს დააშანტაჟებენ ასე — თუ არ მოგვცემთ სტატუსს, აქ აირევა სიტუაცია (ან ავურევთ, გვაქვს მაგის რესურსი). სჭირდებათ ფონის მომზადება, იქნებ ვიღაცების დაჭერაც დასჭირდეთ. ბევრი კურდღლის დაჭერა უნდათ ერთად. ამას ვინც კიდევ ჭამს, ამათნაირი **ეა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…