დანიელ ფრიდი

5 Sep. 2023, 13:00

რაც შეეხება ე.წ. დასავლურ შეთქმულებას საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო დაუცველ მდგომარეობაშია და არავის სურს, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული სისულელეა, რომელიც ვიღაცის ინტერესებში შედის და ეს უბრალოდ, არასწორია. 

ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება. პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს. [მთავარი არხის თარგმანი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა, რათა ბაქოს მე-4…