სახლიდან აჩქარებული ნაბიჯით გავდივარ და წამიერად ვიაზრებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩანთას ვტოვებ. ეს ნიშნავს, რომ არაფერი მიმაქვს, რადგან ჩანთის გარეშე არც ტელეფონი მაქვს, არც ყურსასმენი, არც საფულე, არც სათვალე და კიდევ უამრავი რამ, რისი დაკონკრეტებისგანაც თავს შევიკავებ. ამ ნივთების გარეშე კი ნაბიჯის გადადგმაც მიჭირს.

მოვბრუნდი, ჩემი ფერადი ჩანთა ავიღე და ბათუმის პორტისკენ წავედი, მზიან და ხმაურიან ქუჩაზე, სადაც ჩანთების და ორიგინალური აქსესუარების მოყვარულებს, პატარა დღესასწაული — მუსიკა, გათამაშებები და საჩუქრები გველოდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დღე, რომელიც მკვეთრი, ხასხასა ფერების გარეშე ჩაივლის დაკარგული მგონია. ამიტომ ადგილები, სადაც ფერადი განწყობა, ფერადი გარემო და ფერადი ხალხი მხვდება ძალიან მახალისებს. პორტთან მისვლისას აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვარ — უამრავი ხასხასა კოსმოელი ვიპოვე.

მგონი უკვე მიხვდით, რომ Cosmo-ს ახალი მაღაზიის გახსნაზე მივედი, მაგრამ მაინც გაგაკვირვებთ და გეტყვით, რომ ეს მორიგი ფილიალის გახსნა არ ყოფილა. ბრენდმა, რომელმაც სახალხო მოდის იდეა ასე მიმზიდველი გახადა, გააწყვიტა მომხმარებელი კიდევ უფრო დაეახლოებინა და კომპანიის ნაწილად ექცია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თუ კოსმოს ამ ფერადი და ლამაზი ჩანთების ფოტოებმა ყურადღება არ გაგიფანტა და ისევ ფიქრობ, რა ვიგულისხმე დაახლოებაში, კიდევ ერთხელ აგიხსნით — ის, რაც დახლებიდან ასე გიზიდავს, შეგიძლია თავადვე შექმნა.

დიახ, კომპანიის დამფუძნებლებს, დიზაინერებს, მკერავებს, ყველას, ვინც თავს კოსმოელს უწოდებს, ძალიან გაუხარდება, თუ მოიმარჯვებ ნემსს და ძაფს, ფუნჯს და საღებავს და შენი ხელით შექმნი შენ ბედნიერებას.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რა შუაშია ბედნიერება? არ დაგავიწყდეს Cosmo ჩანთებისა და აქსესუარების ის ბრენდია, რომელიც დადებითი ემოციებით გავსებს და როგორც სლოგანი გვეუბნება, კიდევ ერთი მიზეზია ბედნიერებისთვის.

ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ ბათუმში, გოგებაშვილის 16-ში (საიათნოვოს პირველი) კოსმოს ახალ მაღაზიასა და სახელოსნოში შეივლით. თუ ვერ იპოვით, ქუჩაში ხალხმრავლობას, ფუსფუსს და სიცილის ხმას დააკვირდით — სწორედ ასეთი ხმები ისმის კოსმოს მაღაზიიდან.

გასაკვირი არც არის, შენობაში ხომ ამდენი შემოქმედებითი ადამიანია შეკრებილი. იქ ყველა მხატვარი და დიზაინერია. ათეულობით ადამიანი, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგი კი კოსმოელების დახმარებით ქმნის თავის აქსესუარს, რომელიც მის ხასიათს, განწყობას და გემოვნებას ასახავს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ღია სახელოსნოს გახსნის დღეს სტუმრები კოსმოელებთან მასტერკლასებს გადიან და აქსესუარებს ამზადებენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თუ გაოცებული ხარ და ვერ გაიგე, ვის ვგულისხმობთ კოსმოელში, ამასაც აგიხსნით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ქმნიდა და ქმნის კოსმოს.

ბრენდი 8 წლის წინ სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა დააფუძნეს. რაღაც განსხვავებული, ხელნაკეთი, მრავალფეროვანი და კოსმიური უნდოდათ. ხელსაქმე გამოსდიოდათ, ამიტომ თავიანთი ნამუშევარი ფეისბუქზე დადეს და როგორც ამბობენ, პროცესები კოსმიურად განვითარდა.

თავიდან ბლოკნოტების და დღიურების მოხატვა თამომ დაიწყო. ამბობს, რომ მისი სუსტი წერტილია და არ გამოსდის, ამიტომ მალევე მხატვარი დაიმატეს. ახლა ის ერთ-ერთი მთავარი კოსმოელია — დიზაინერი თამუნა კვირიკაძე.

"ქართული თემატიკა ადგილობრივისთვის ძალიან ახლოა, სენსიტიურია. უცხოელისთვის კი მიმზიდველი", — ამბობს თამო, როცა ქართული ანბანით და ფიროსმანის ნახატებით გაფორმებულ პროდუქციაზე და უნიკალურ, ტიტულიან წელჩანთა ჩოხჩაზე გვესაუბრება.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Design-A-Bag-ის ხალხის რჩეულის პრიზის მფლობელი ჩანთა — ჩოხჩა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მერე სლოგანის მნიშვნელობაც ამიხსნა და ღიმილიანად და ამაყად გვითხრა, რომ კოსმოელები ყოველ დღე ბედნიერი არიან: "ამაში ჩვენი მომღიმარი თანამშრომლები დაგარწმუნებენ. ვცდილობთ, ჩვენი სლოგანის შესაბამისად, ყველას შევუქმნათ ბედნიერება".

8 ფილიალის გახსნის და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მოგების შემდეგაც კი 8 წლის წინანდელ მოვლენებს და პირველ ნაბიჯებს სოფი დეტალური სიზუსტით გვიყვება. თან განმარტავს, როგორ იპოვა კოსმომ თავისი ხასიათი — სახალხო მოდა.

"ძალიან რთულია მალევე იპოვო ის უნიკალური რამ, რაც შეიძლება შენს ბრენდს ახასიათებდეს. ხელნაკეთი ნივთი ძალიან ბევრია. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროცესში მომხმარებლის ჩართულობა. როცა თავად ქმნი ნივთს, ეს განსაკუთრებით ემოციურია და ჩვენი სლოგანი — კიდევ ერთი მიზეზი ბედნიერებისთვის — ყველაზე კარგად მაშინ მუშაობდა, როცა ადამიანები ერთვებოდნენ პროცესში", — ამბობს სოფო.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

კოსმოს დამფუძნებლები, სოფი მუხულიშვილი და თამო აფციაური სტუმრებთან კომუნიკაციისას

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"18 წლის ვიყავი, როცა მოვედი კოსმოში. მაშინ ძალიან პატარა კომპანია იყო და ერთად ვიზრდებით მე-7 წელია", — გვეუბნება კოსმოს სოციალური მედიის მენეჯერი მარი ვაშალომიძე.

დღეს ის ბრენდის ხმაა და მომხმარებელსა და კოსმოელებს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ის გეხმარებათ, ფეისბუქის სქროლვისას რომელიმე ნივთში თქვენი ხასიათი იპოვოთ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ახლა, როცა კოსმოელები გაგაცანით და მათი სლოგანიც გაგახსენეთ, ისევ შემოქმედებით პროცესს დავუბრუნდეთ.

"რასაც შექმნიან თავისი დიზაინით — შეარჩევენ სასურველ პრინტს, მოხატავენ, შეუსაბამებენ ტყავის ფერს, შეკერავენ — ამის შეძენა შეუძლიათ", — აი, ასეთი მარტივად გვიხსნის თამო კოსმოს სახელოსნოს იდეას. რა თქმა უნდა, ყველა ამ ეტაპზე, კოსმოს ოსტატები დაგეხმარებიან.

რადგან ბრენდმა ყველას მისცა საშუალება, პირდაპირი გაგებით ხელები ეფათურათ მათ საქმეში, იმითიც დავინტერესდით, როგორ შეხვდნენ ამ პროცესს მომხმარებლები.

გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვევა მარტივი არ იყო, რადგან ჩანთების შექმნით გატაცებული სტუმრებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოვჩნდი. მოთმინებით ცდამ შედეგი გამოიღო და ბოლოს რამდენიმე მათგანმა გამიზიარა, რომ საკმაოდ შრომატევადი და სასიამოვნო პროცესი იყო.

"ძალიან რთულია და ჯერ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ისეთი სასიამოვნოა" — გვითხრა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება კოსმოელი ვუწოდოთ, რადგან დიდი მონდომებით ქმნიდა კოსმოს აქსესუარს, უბრალოდ, ინტერვიუსთვის არ ეცალა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

კოსმოს თანამშრომლები და სტუმრები აქსესუარებს ამზადებენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"ძალიან ნიჭიერი მომხმარებლები გვყავს. ბევრს სიამოვნებს და მოსწონს ეს პროცესი. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა და სულ არ დავღლილვარ", — განმარტავს ანა.

იმავეს გვიმტკიცებს კიდევ ერთ კოსმოელი, მარიამი — თავიდან რთული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სასიამოვნო პროცესიაო. სანამ ამას განვიხილავდით, მივხვდით რომ ხელს ვუშლიდი კიდევ ერთ სტუმარს, ტურისტს, რომელიც მისი დახმარებით საფულეს კერავდა.

"მომწონს ეს პროცესი. საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდებული შეგრძნებაა. ჩემთვის ბარათების ჩასადებს ვამზადებ", — გვითხრა ლიამ ღიმილით, ისე, რომ ნემსისთვის თვალი არ მოუშორებია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ჩვენი ჩაცმულობის ნებისმიერ დეტალს ჩვენი ქცევის განსაზღვრა და შეცვლაც კი შეუძლია. ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვატარებთ გონების უნიფორმაა. მისი სტრუქტურის შექმნასა და სამყაროსადმი მიდგომების ჩარჩოს ჩამოყალიბებაში გვეხმარება

COSMO

ეს წარწერა სახელოსნოს ერთ-ერთ კედელზე დაგვხვდა. იქვე წავიკითხეთ, რომ მოდის დანიშნულება არა სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენა, არამედ გონების სწორი მიმართულებით მართვა და შემდეგ განწყობის სხვებისთვის გაზიარებაა.

მეორე კედლიდან წარწერა მოგვიწოდებდა ჩვენით შეგვექმნა აქსესუარი. სხვათა შორის, ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, მოწადინებული ადამიანების გრძელ რიგში დგომა არ გამომივიდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თუმცა გადავწყვიტე, სამომავლოდ აუცილებლად ვცადო და ბოლოს და ბოლოს ისეთი ფერადი ჩანთა შევქმნა, როგორ ხასიათზეც გავიღვიძებ. ვნახოთ, როგორ გამომივა. თუმცა მჯერა, კოსმოს სლოგანი იმედებს გამიმართლებს და სხვების მსგავსად, ჩემთვისაც კიდევ ერთი მიზეზი გახდება ბედნიერებისთვის.