ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დედამ შვილის სკანდალის გამო შიმშილობა დაიწყო
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა დაიწყო. რუბიალესი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ქალების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ქალთა ნაკრების გამარჯვების შემდეგ მან ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რაც კამერებმა დააფიქსირეს.
ერმოსომ იმავე დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ნების საწინააღმდეგოდ აკოცა, რაც მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. რუბიალესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ფეხბურთის სამყაროს წარმომადგენლებმა და ესპანელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, პრემიერმინისტრმაც, მისი საქციელი დაგმეს და მიიჩნიეს, რომ მისი ბოდიში საკმარისი არ იყო.
მალე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუბიალესი ინციდენტის გამო თანამდებობის დატოვებას აპირებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, ახლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ერმოსოს კოცნის შესახებ ტყუილში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილითაც კი ემუქრება.
ფედერაცია აცხადებს, რომ რუბიალესმა ფეხბურთელს კოცნის ნებართვა სთხოვა და მიიღო კიდეც.
აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს ფიფამ რუბიალესს ფეხბურთთან დაკავშირებული უფლებამოსილებები შეუჩერა მანამ, სანამ მისი ქმედებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
რუბიალესის დედა ამ მოვლენებს შვილის მიმართ "არაადამიანურ და სისხლიან ნადირობას" უწოდებს და ამბობს, რომ რუბიალესი "ამას არ იმსახურებს". მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტს უფლებამოსილებას არ დაუბრუნებენ.
ამ თემაზე კომენტარი რუბიალესის ბიძაშვილმა, ვანესა რუისმა გააკეთა.
"მედია არ წყვეტს ჩვენს შევიწროებას. სახლიდან წამოსვლა მოგვიწია. გვინდა, რომ თავი დაგვანებონ და ჯენიმ (ერმოსომ) სიმართლე თქვას. ეს უსამართლობაა", — აცხადებს ის.
ჯენიფერ ერმოსომ ისიც თქვა, რომ ფედერაცია მას, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წნეხის ქვეშ აქცევდა, რომ რუბიალესის გამამართლებელი განცხადება გაევრცელებინათ.
ერმოსოს მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ესპანეთის ქალთა ნაკრების 23-მა წევრმა და 50-მა სხვა ქალმა ფეხბურთელმა განაცხადეს, რომ მატჩებში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ, სანამ რუბიალესი თანამდებობას არ დატოვებდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი განაცხადა, რომ მათ მატჩებში თამაშის ვალდებულება მაინც აქვთ.
ესპანეთის ქალთა ნაკრებს ფინალში მათი მოწინააღმდეგე ინგლისის ნაკრებმაც გამოუცხადა მხარდაჭერა:
"სექსისტური და პატრიარქალური ორგანიზაციები მიუღებლად იქცევიან. ძალადობა ძალადობაა და სიმართლე ყველამ დავინახეთ", — განაცხადა გუნდმა.
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
კომენტარები