კელი დეგნანი

კელი დეგნანი

21 Aug. 2023, 15:57

ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არა მხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში.

ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია —სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული — ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს.

ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნმამა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რომელიც 4 კომპონენტისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  3. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  4. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა

ქართველი MMA მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჯას­ტინ გე­ი­ჯთან ილია…