ბესიკ ხარანაული

17 Aug. 2023, 11:21

ცოცხლების მიმართ

როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც...
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
"ყველაფერი ნამდვილად იყო".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
  2. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  3. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
  4. ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
  5. სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, 2 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების…