კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ამის პარალელურად კი Litecoin-ის ტრანზაქციების რაოდენობაც მატულობს. მონეტის ტრანზაქციების სისწრაფის გამო მას ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი ადამიანი იყენებს. აქცია გრძელდება, შესაბამისად, ამ კრიპტოვალუტის შეძენას Cryptal-ში ბაზარზე საუკეთესო ფასად შეძლებთ.

Litecoin ერთ-ერთი კრიპტოვალუტაა, რომელსაც კრიპტოსამყაროში (სადაც ბიტკოინი ოქროა) მეორენაირად "კრიპტო ვერცხლსაც" უწოდებენ. ინდუსტრიის ციებ-ცხელების შექმნაში იგი ერთ-ერთი პირველი იყო და დღესაც უმნიშვნელოვანეს მონეტებს შორისაა. დეცენტრალიზებული Litecoin 2011 წლის ოქტომბერში შექმნა ჩარლი ლიმ.

ეს დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა ბიტკოინს ბევრი თვისებით ჰგავს, თუმცა უნიკალური ბლოკჩეინის დახმარებით იგი ბევრად სწრაფად ახერხებს ტრანზაქციების გაკეთებას — ბიტკოინზე დაახლოებით 4-ჯერ სწრაფად.

ასევე იხილეთ: ტესტი: მზად ხარ თუ არა ბლოკჩეინზე სასაუბროდ?

იმისათვის, რომ Litecoin-ის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მისი შეძენა მარტივად შეძლოთ, Cryptal-ისა და PayBox-ის პარტნიორობის წყალობით ქვეყნის ფარგლებში კრიპტოვალუტა
სწრაფი გადახდის ტერმინალებშიც გამოჩნდა.

ასევე იხილეთ: თბილისში კრიპტოვალუტის ტერმინალები გამოჩნდა

ფოტო: PayBox

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამორჩეული დიზაინის სწრაფი გადახდის ტერმინალები დაგხვდებათ, სულ რამდენიმე დაჭერით კი ლაითქოინი თქვენს საფულეში მოხვდება. შესაბამისად, შეგეძლებათ, იგი ყოველდღიურ ტრანზაქციებში გამოიყენოთ. აქციის ფარგლებში Litecoin-ს Cryptal-ში საუკეთესო ფასად შეიძენთ. მეტიც, მისი გაგზავნის/გატანის საკომისიო 0%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ ლაითქოინით დაგროვებისა და პასიური შემოსავლის მიღების მიზნითაც აქტიურად სარგებლობენ, რადგან დროის მოკლე მონაკვეთში იგი სწრაფი პროცენტული ზრდით გამოირჩევა — 2021 წლის ივნისში ამ კრიპტოვალუტის ფასი საშუალოდ $41-ს უტოლდებოდა, 2023 წლის ივნისში კი უკვე — $77-ს.

ამრიგად, რახანია, კრიპტომოყვარულებში Litecoin სწრაფი, უსაფრთხო და მოგებიანი კრიპტოაქტივის სახელით სარგებლობს, რომელიც საიმედო ბლოკჩეინს ეფუძნება და ზურგს უამრავი მომხმარებელი უმაგრებს.

Litecoin ყოველდღიური გადახდებისა და ტრანზაქციების ერთ-ერთი საშუალებაა, ხოლო CRYPTAL-ისა და PayBox-ის მეშვეობით კი მისი ყიდვაც ისეთივე მარტივია, როგორც გამოყენება.