გერმანია ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას აღნიშნავს
გერმანიის ბუნდესტაგში დღეს, 30 ივნისს, კენჭი უყარეს ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების საკითხს და 292 ხმით 226-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს ცვლილებას. ამიერიდან, ლგბტ პირები შეძლებენ დაქორწინებას ჰეტეროსექსუალთა მსგავსად, მათ ექნებათ ზუსტად იგივე უფლებები, რაც სხვებს, მათ შორის, შვილად აყვანის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ანგელა მერკელმა ტონი შეარბილა და თქვა, რომ დეპუტატებმა ხმის მიცემისას უნდა იხელმძღვანელონ სინდისის კარნახით, თავად ერთნაირსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
მეჩჰილდ რავერტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
მანამ სანამ პარლამენტის შენობაში სხდომა და ხმის მიცემის პროცედურები მიმდინარეობდა, ქუჩაში დემონსტრანტები, ლგბტ პირები შეიკრიბნენ.
გერმანიის პარლამენტის შენობასთან ხალხი ბუნდესტაგის კენჭისყრის შედეგს აღნიშნავს.
კომენტარები