ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ — ტექნოლოგიას აფრიკელი ფერმერები იყენებენ
გვალვები და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები აფრიკელ ფერმერებს საქმეს ძალიან ურთულებს.
შესაბამისად, სენეგალში მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია სახელწოდებით Africa Agriculture Watch (AAgWa), რითაც აფრიკელ ფერმერებს დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ CBC-ის მოხსენებაშია ნათქვამი.
ხელოვნური ინტელექტი იყენებს სატელიტურ მონაცემებსა და სურათებს მიწის ბიოფიზიკური პარამეტრების შესამოწმებლად. ამით პრობლემების წინასწარ განსაზღვრა ხდება.
ტექნოლოგია ასევე აანალიზებს სითბოს ინტენსივობასა და მის გავლენას ნათესებზე. ამით განისაზღვრება მოსალოდნელი ნალექის დონე და ნიადაგის შესაძლო ნაყოფიერება.
"ამით ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ ყველაფერს. გვეცოდინება ის თუ რა გავლენას მოახდენს მოსავალზე კლიმატის ცვლილება. შესაბამისად, გექნებათ რუკა, რაც მოგაწვდით ინფორმაციას სად რისი გაზრდა ჯობია და ეს ცოცხალ რეჟიმში", — თქვა რასინ ლიმ, AAgWa-ს წარმომადგენელმა.
ამ ინიციატივას აფრიკელი ფერმერები მიესალმებიან და მას ოპტიმისტურად უყურებენ.
"თუ გვეცოდინება სად რა ხდება, შევძლებთ დავიცვათ მოსავალი", — თქვა განელმა ფერმერმა დებორა ოსეი-მენსამ.
AAgWa აფრიკის 47 ქვეყანაში ფუნქციონირებს და სიზუსტის მაჩვენებელი 94 პროცენტი აქვს.
"საკვების წარმოების გაზრდის ორი გზა არსებობს. საჭიროა სწორი მენეჯმენტი და მეორე ეს დანაკარგების შემცირებაა. სწორედ დანაკარგების შესამცირებლად ვართ ჩვენ", — ამბობს რასლინ ლიმი.
"ის სამუშაო, რომელსაც AAgWa ეწევა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი ისაა, რომ აფრიკაში ფერმერებისთვის მოსავლიანობის პროგნოზირება ძალიან რთულია", — თქვა კანისიუს კანანგირემ, აფრიკის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომენტარები