ფოტო-ვიდეოები, რომელიც მოძალადე ჰომოფობებზე ყველაფერს ამბობს
დღეს ღიად პრორუსულმა ძალადობრივმა ალტინფომ და სასულიერო პირებმა ვაჟა ფშაველას ძეგლთან ჰომოფობები შეკრიბეს და პრაიდფესტივალის ჩასაშლელად მსვლელობა დაიწყეს. მიუხედავად, იმისა, რომ ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი უსაფრთხოების დაცვის პირობა საჯაროდ ჰქონდა დადებული, მოძალადეები საფესტივალო ტერიტორიამდე უპრობლემოდ ავიდნენ.
ტრადიციული, ხატების, ჯვრების და მუქარის შეძახილების გარდა, ამ მსვლელობას ერთი განსხვავებული მახასიათებელი ჰქონდა — მოძალადეები მარშირებას ბეჭდების მბრძანებლის საუნდტრეკზე ცდილობდნენ, სწორედ იმ მელოდიაზე, რომელიც ფილმში ბოროტი ბნელი არსებების, ორკების გამოჩენისას ირთვება.
ამ მასალაში დღეს გავრცელებულ ფოტო-ვიდეოებს ვაერთიანებთ, რომელიც ადგილზე მყოფმა სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა გადაიღეს და კარგად ასახავს, რა ღირებულებები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივ საქციელს ქვეყნის მომავლის დაცვით ამართლებენ.
გაფრთხილება: ფოტო-ვიდეოები შეიცავს ძალადობრივი შინაარსის მასალას, უცენზურო გამონათქვამებს და დისკრიმინაციულ ლექსიკას.
დრონის კადრებში ჩანს, დაახლოებით რამდენი ადამიანი დაიძრა საფესტივალო ტერიტორიისკენ.
ლისის ტბასთან პოლიცია იყო მობილიზებული და გზა ჰქონდა გადაკეტილი, თუმცა ჰომოფობებმა კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს.
ისინი სამართალდამცავებს უპირისპირდებოდნენ, პოლიცია მათ შეჩერებას და გარიდებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუყენებია არც წყლის ჭავლი, არც ცრემლსადენი გაზი, რასაც აქციებზე არც თუ ისე იშვიათად იყენებს.
საბოლოოდ, პრორუსული ჯგუფები საფესტივალო ტერიტორიამდეც მივარდნენ — თბილისი პრაიდის გუნდს ადგილის დატოვება მოუწია, ფესტივალი ჩაიშალა.
ამ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები შეუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.
ჰომოფობებმა ტერიტორიის დარბევა დაიწყეს.
დაწვეს დროშები და სხვა ატრიბუტიკა.
ამის შემდეგ კი ბარების და სტენდების ძარცვაზე გადავიდნენ.
მოძალადეებმა სახლში წასაღებად იოგისთვის დასაფენი ხალიჩები და კოკა-კოლა მოიმარაგეს.
ტრადიციულად, ძალადობის შემდეგ "პარაკლისი გადაიხადეს".
და "სამახსოვრო" ფოტოები გადაიღეს.
ამის შემდეგ კი რუსთაველზე ჩავიდნენ და პარლამენტის წინ დადგნენ, ჰომოფობიური მოწოდებები გააჟღერეს და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ დაიშალნენ.
გაიგეთ მეტი:
- Tbilisi Pride: თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შსს-სა და ალტ-ინფოს შორის
- შსს თავის მართლებას ცდილობს და უსაფრთხოების ვერდაცვას გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას აბრალებს
- "ოცნების" დეპუტატი სამხარაძე ჰომოფობიურ პოსტს აქვეყნებს და პრორუს მოძალადეებს მხარს უჭერს
- ფესტივალი ჩაიშალა, ტერიტორია დაარბიეს, პაპუაშვილი კი ამბობს, რომ პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება
- ფესტივალის ჩაშლის გამო პრეზიდენტმა შსს და მმართველი გუნდი გააკრიტიკა და ვალდებულებები შეახსენა — დეტალები
- სახალხო დამცველი ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა — რა წერია განცხადებაში
- ვინ დუმს ამ დრომდე და ვინ დაგმო პრაიდფესტივალის ჩაშლა და ძალადობა
კომენტარები