გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე — წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
სულაკაურის გამომცემლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ეხმიანება. გამომცემლობას რამდენიმე დღეა "ლგბტ პროპაგანდის გამო" თავს ესხმიან.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა "ლგბტ პროპაგანდაზე" და ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა. მან ამავე კონტექსტში ახსენა და "პროპაგანდაში" დაადანაშაულა სულაკაურის გამომცემლობაც.
ღარიბაშვილს კონკრეტული ნაწარმოები არ დაუსახელებია, თუმცა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მსგავსი ბრალდებით გავრცელდა ფოტოები სულაკაურის 2 წიგნიდან — ერთ-ერთია "ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის", რომელიც ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე რეალური ისტორიებს აერთიანებს, მეორე კი მე-17 საუკუნის მწერლის, შარლ პეროს ზღაპრებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილთაგან ორივე წიგნი წლების წინაა გამოცემული და ამჟამად არც ერთი აღარ არის გაყიდვაში. ასევე, მსგავსი ბრალდებით რამდენიმე დღის წინ სულაკაურის გამომცემლობას "დედების სახელით" მიუცვივდნენ.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თქმით, ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ამ მოცემულობაში კი, საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი მსგავსი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
"გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია", — წერია განცხადებაში.
სულაკაურს ასევე მხარდაჭერას უცხადებს მწერალი ზვიად კვარაცხელიაც.
"ის, რასაც სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ ახორციელებს სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, სახიფათოა და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად მიმართული. „მორალის პოლიცია“ და მისთვის დავალების მიმცემები მთლიან სურათში მოიაზრებენ, რომ გააჩუმონ ყველა, ვისაც კი კრიტიკული აზრი ეთქმის ჩვენს ქვეყანაში.
შარლ პეროს ზღაპარში მოძებნიან, ნათელა ბალიაურის მიერ სწორფრობაზე დაწერილ ბრწყინვალე მონოგრაფიაში თუ მარიო ვარგას ლიოსას რომანებიდან ამოკენკავენ, ვპირდებით, რომ წიგნთან და თავისუფალ ლიტერატურასთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდებიან. ასე იყო ოდითგან და ასე იქნება ახლაც. სოლიდარობა და მხარდაჭერა სულაკაურის გამომცემლობას და მის თანამშრომლებს", — წერს კვარაცხელია.
გამომცემლობას მხარს უჭერს მწერალთა სახლიც. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ გამომცემლობის "ლგბტ პროპაგანდაში" დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მათი თქმით, ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები