ირაკლი კობახიძე

30 Jun. 2023, 17:15

ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა — ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა. დაარქვეს სამოქალაქო აქტივიზმი, თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ, რა არის პრობლემა. ჩვეულებრივად, შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. 

თუ ვინმე სამოქალაქო აქტივისტი მიდის და რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე. მაგრამ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ერთ-ერთი კოზირი. ის ძალიან კარგად აჩვენებს ნაციონალური მოძრაობის სახეს. რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება ნაცმოძრაობაში, მით უკეთესი. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ პირიქით ხაბეიშვილს. 

ძალადობის დაგმობის ნაცვლად, ასე ირონიულად ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე კასპში მომხდარს. დღეს, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ხაბეიშვილის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლებიც. 
ასევე, მთავარი არხის ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს — სცადეს ფიზიკური ძალადობაც. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ