ტოიოტა ცენტრი ბათუმი გემის მომავალ კაპიტან გოგოს სწავლას დაუფინანსებს
ფოტო: თეგეტა
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტის, მომავალი გემის კაპიტნის, მარიამ ტუსკიას ერთი წლის სწავლის საფასურს ტოიოტა ცენტრი ბათუმი დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
მარიამი საზღვაო აკადემიის იმ გოგოებს შორისაა, რომლებმაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, გეზი დინების საწინააღმდეგოდ აიღეს და სტერეოტიპულად "არაქალური" პროფესია აირჩიეს. მან პირველ პროფესიაზე, ბიზნესადმინისტრირებაზე, უარი ორი წლის წინ თქვა და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ახლობლებსაც გამოუტყდა, რომ ახალი ოცნება ჰქონდა — გემის კაპიტანი უნდა გამხდარიყო.
ფოტო: თეგეტა
"ორი წლის წინ, როცა ამ პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რეალურად სად მივდიოდი. მას შემდეგ, რაც სწავლის პროცესში ჩავერთე და მივხვდი, რას ნიშნავს ეს პროფესია, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ისაა, რისი კეთებაც მინდა. როცა პრაქტიკა დავიწყეთ და ზღვაში პირველად გავედით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხმელეთზე დაბრუნება აღარ მინდოდა", — ამბობს მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის გემის ნავიგაციის სტუდენტი.
მარიამის თქმით, გამოწვევების უყვარს და გარშემომყოფების აზრის მიუხედავად, მისი გადაწყვეტილება მყარია.
"მიყვარს გამოწვევები, სიახლეების ძიება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არ მიჭირს სირთულეებთან გამკლავება, ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მყარია. ჩემზე არც იმ არასერიოზულ და ზედაპირულ დამოკიდებულებას უმოქმედია, რომელიც ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შემხვდა, როცა საზღვაო აკადემიაში სწავლა გადავწყვიტე. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის გოგოს საქმე და მალე შევიცვლიდი გადაწყვეტილებას. მაშინ კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, დამემსხვრია ჩემ გარშემო არსებული სტერეოტიპები და ჩემი არჩევანის სერიოზულობაში ყველა დამერწმუნებინა. ახლა მათაც სჯერათ, რომ შევძლებ ოცნების ახდენას — კაპიტნის წოდებასაც მოვიპოვებ და მომავალში ჩემი გემიც მეყოლება", — აღნიშნავს მარიამი.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი მეზღვაურების მხარდაჭერას უკვე მესამე წელია აგრძელებს. წელს კი კომპანიამ ღონისძიების ოქროს სპონსორის სტატუსი მიიღო. მარიამ ტუსკია მეორე გოგოა, რომლის სწავლის საფასურსაც კომპანია გადაიხდის. გასულ წელს ტოიოტა ცენტრი ბათუმის მიერ მექანიკოსი მარიამ გურგენიშვილი დაფინანსდა.
"ტოიოტა ცენტრი ბათუმის პოლიტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია მეზღვაურების მხარდაჭერა და განსაკუთრებით იმ გოგოების წახალისება, რომლებმაც საზღვაო პროფესიები აირჩიეს. გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს გაბედული და მამაცი ადამიანების მომავალ წარმატებაში. სწორედ ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები და რომ მათაც ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებული მექანიკოსები და კაპიტნები, როგორც კაცებს. მეზღვაურის პროფესია ქვეყნის წარმატებისთვის საკვანძო მიმართულებადაა მიჩნეული. მეტი წარმატებული მეზღვაური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება", — ამბობს გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი.
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა მარიამ ტუსკია იმ რამდენიმე გოგოს შორის შეარჩია, რომლებიც საზღვაო აკადემიაში ახლა სწავლობენ. რეკომენდაცია თავად აკადემიისგან მიიღო.
მარიამის თქმით, მოხარულია, რომ უკვე მოახერხა და სასწავლებელში ყველას თავი დაამახსოვრა. ახლა კი, ტოიოტა ცენტრი ბათუმთან ერთად, საშუალება აქვს, იმ გოგოებს შემატოს გამბედაობა, რომლებსაც მეზღვაურის პროფესიის არჩევა სურთ.
"ტოიოტა ცენტრი ბათუმის ჯილდოსთვის ვფიქრობ, სწავლისა და მონდომების გამო შემარჩიეს. 16 წლიდან ვმუშაობ და სამსახური ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლაც, სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში სუპერვაიზერის პოზიციაზე ვარ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყველას თავი დავამახსოვრე იმით, რომ გამოცდებზე მაქსიმალურ ქულებს ვიღებ. ეს ფაქტი ყველას ძალიან უკვირს. ის, რაც ადამიანს ძალიან უნდა და რისკენაც მთელი გულით ისწრაფვის, აუცილებლად მიღწევადია. ძალიან მიხარია, რომ სტერეოტიპები იმსხვრევა და მსგავსი წამახალისებელი და მხარდამჭერი ნაბიჯები უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემთვისაც, ვინც უკვე გადავდგი ეს ნაბიჯი და მათთვისაც, ვისაც გადაწყვეტილების მიღების ჯერ კიდევ ეშინია", — აღნიშნავს მარიამი.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერას, სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეული სტუდენტების წახალისებას და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
კომენტარები