"ახალი გამოწვევების გადაჭრა ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" — აგროსფეროს სტიპენდიატი
ფოტო: აგროსფერო
აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება — ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, აგროსფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც აგროსფერო ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.
წაიკითხეთ სტიპენდიატების პროფესიულ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებზე, გაიგეთ, რას ფიქრობენ საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე და აგროსფეროს პროგრამის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ სტატიაში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტს, თინათინ ივანიშვილს გაიცნობთ.
თინათინ, პირველ რიგში, გვითხარით, რატომ აირჩიეთ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება?
მე კახეთიდან ვარ და ჩემს ოჯახს ვენახები აქვს. ვაზთან და მისი მოვლის თითქმის ყველა ოპერაციასთან მეც ბავშვობიდან მქონდა შეხება. მინდოდა, ჩემი პრაქტიკული ცოდნა თეორიულით გამემყარებინა, გამეაზრებინა რას, რატომ ვაკეთებდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სწავლის პროცესში დავინახე, რამდენ რამეს აკეთებენ მეღვინეები არასწორად.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აგროსფეროს სტიპენდია და, ზოგადად, მსგავსი ტიპის ხელშემწყობი პროგრამები?
ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, იმ შრომის დაფასებაა, რაც მე უნივერსიტეტში სწავლისას ჩავდე. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ არიან ადამიანები, ვინც შენს მონდომებას ხედავენ და ამას აფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სტაჟირების პროგრამაც, რადგან ის შესაძლებლობას მომცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო და კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნა მივიღო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.
ახლა დამწყები კურსის სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ GPA-ს მიხედონ, რადგან აგროსფეროს პროგრამებში მონაწილეობის მიღების მეტი შანსი ჰქონდეთ.
რას მიიჩნევთ აგრომეურნეობის მთავარ გამოწვევად საქართველოში?
დღეს მევენახეობის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მგონია. საქართველოში ფერმერების დიდი ნაწილი დროს ვერ ეწევა. მათ მხოლოდ პრაქტიკული, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა აქვთ. არადა, დროთა განმავლობაში იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
მევენახეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა. ჩვენთან ხელმისაწვდომი მასალები გაკეთებულია ფრანგულ, გერმანულ და სხვა ქვეყნის ყურძნის ჯიშებზე, მორგებულია მათ კლიმატსა და გარემოებებზე. ამ კვლევებში არსებული მიგნებების ჩვენთან სრულად გადმოტანა კი არასწორია, რადგან საქართველოს კლიმატი და პირობები განსხვავებულია. სამეცნიერო კვლევების ჩატარების სურვილი ბევრს აქვს, მათ შორის მეც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
თინათინ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიული გზა?
ვგეგმავ, სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელო და გავიღრმაო აქამდე მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. ასევე, როგორც აღვნიშნე, დიდი სურვილი მაქვს, კვლევით საქმიანობაში ჩავერთო. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ელემენტარული კვლევაც კი დიდი თანხები ჯდება.
მაქვს კიდევ ორი დიდი სურვილი — შევქმნა წიგნი, რომელიც თავს მოუყრის ყველაფერს ვაზის ქართულ ჯიშებზე და მქონდეს ჩემი სერტიფიცირებული სანერგე.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები