ჯესიკა როსვალი

22 Jun. 2023, 18:50

ჩვენ უნდა დავიწყოთ დისკუსია იმაზე, როგორ უნდა მოვამზადოთ ევროკავშირი სამომავლო გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი რეფორმების შესრულება არ იქნება მარტივი ამოცანა, მაგრამ არ არის არაფერი, რასაც ვერ შევძლებთ და სწორედ ახლა არის კარგი დრო ამისთვის მოსამზადებლად, რაც დღეს გავაკეთეთ. დღევანდელი დისკუსია ძალიან ნაყოფიერი იყო იმის შესახებ, თუ როგორ მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. ვთანხმდებით, რომ უნდა მოვემზადოთ, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გაფართოებისთვის და ეს დისკუსია ძალიან დროული იყო. ასევე, იყო ძლიერი ფოკუსი იმაზე, რა არის აუცილებელი.

ჩვენ დავპატიჟეთ კომისარი, რომელიც გაგვაცნობს პროგრესს სამი ქვეყნის შესახებ და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაზე. იყო, რა თქმა უნდა, რაღაც პროგრესი, მაგრამ საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ერთიანი მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას კიდევ სჭირდება რეფორმები [...].

რაც შეეხება უკრაინას, შთამბეჭდავია იმის ნახვა, რა ნაბიჯები გადადგა ბოლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რა უჩვეულო სიტუაციაცაა ქვეყანაში. უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს მოიცავს ახალ კანონებს სასამართლოსა და მედიაზე და კორუფციის საწინააღმდეგოდ.

განაცხადა შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როსვალმა ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირანის საგარეო: "ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან აქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგეები"

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კიზიმ გარიბაბადიმ AnewZ-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ "ირანი არ ესხმის…