თორნიკე გოგრიჭიანი

15 Jun. 2023, 12:56

თავის დროზე მუზეუმს სათანადო რეაქცია რომ არ მიეცა, უფრო სწორად მიეცა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რა მასშტაბის რეაქციებსაც ახლა იძენს ეს ყველაფერი, ალბათ, მაგის შედეგია, სადაც ახლა ვართ. მგონია, თუ გაგრძელდა, ეს მეტასტაზივით მოედება ყველაფერს, თუ უკვე არ მოედო. ახლა რომ ვერთვები აქედან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვის ბოლოს არ ჩამოვალ, მანდ არ ვიქნები და ჩემი კოლეგების გვერდით არ დავდგები.

როგორ გითხრათ, მაქსიმალურად ვცდილობ, ისტერიული ელფერი არ ჰქონდეს ამ ყველაფერს და საქმე გაკეთდეს, მოგვარდეს. გულწრფელად ვამბობ, ორი ვარიანტია, მეტი არა:

  1. იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ან არ იციან [რას აკეთებენ] და ეს არის ძალიან ცუდი და დამღუპველ კინოსთვის;
  2. ან იციან და თუ გამიზნულია ეს ყველაფერი, მაშინ კიდევ უფრო ცუდი.

შესაბამისად, შედეგი ამ ყველაფრის იქნება ძალიან ცუდი. თუ მართლა რამე არსებობს, მე რაც შემიძლია ახლა აქედან გავაკეთო, მე რა კონტექსტშიც ვიმყოფები, თუ ეს არსებობს, ეს არის იმ [კინოცენტრის მუშაობის] ინერციის შედეგი, მეტი არაფრის შედეგი არ არის. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა. ეს შეიძლება პირდაპირ არ ებმება კინოცენტრს, მაგრამ კინოცენტრმა რომ მოახერხა ქართული კინოს გატანა და რაღაცნაირად რომ არსებობს ქართული კინო ევროპულ ასპარეზზე ძალიან კარგად, ეს ამის შედეგია. ყველაფერი ხომ ჯაჭვივით არის გადაბმული. [...]

თუ მართლა გვინდა და გვსურს, რომ ქართულმა კინომ იარსებოს იმ სახით, რაც არის და კიდე უფრო წინ წავიდეს, მგონია, რომ მხოლოდ სოლიდარობის დიდი მასშტაბი მოახდენს ამას და საქმეც მხოლოდ ამ შემთხვევაში გაკეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მგონია, რომ რამე შედეგი გვქონდეს.

მეც ახალგაზრდა თაობს წარმომადგენელი ვარ და რასაკვირველია, ვდგავარ აქ. მაგრამ მგონია, რომ საერთოდ ერთიანობა უნდა არსებობდეს ყველაფერში, რომ საქმე მოგვარდეს და ეს არ დაემსგავსოს ორთქლის გამოშვებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ