თეგეტა აკადემიამ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია თეგეტა აკადემიამ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც თეგეტა აკადემიამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.
მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება / გადამზადების პროგრამის შემუშავება თეგეტა აკადემიამ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის — დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი) ფარგლებში ხორციელდება.
ფოტო: თეგეტა
"მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი და თეგეტას პარტნიორობის მეორე ფაზა დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, საპილოტო პროგრამის განმავლობაში, ტრენინგები სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სიმულაციურ სწავლებაზე უკვე ჩატარდა. დღეს კი სიმულატორის გამოყენებით სამ-სამ ახალ ტრენინგს ვიწყებთ. ეს არის უდიდესი მიღწევა და საშუალებას აძლევს ქვეყანას, განაახლოს და აღადგინოს მნიშვნელოვანი სფეროები, დაიწყოს მშენებლობასა და რეაბილიტაციაში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობით ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება. თეგეტა აკადემიის სპეცტექნიკის ოპერატორების მოსამზადებელი კურსი სიმულატორის გამოყენებით რამდენიმე კვირაში დაიწყება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", — აღნიშნავს მარიკა ოლსონი, USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.
USAID-ის 192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, თეგეტა აკადემიამ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამები თავის პარტნიორებთან — ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად შეიმუშავა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარი იყო.
ფოტო: თეგეტა
"თეგეტა აკადემიისთვის პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. აკადემიამ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე გუნდი გადაამზადა, პროგრამები შეიმუშავა, სიმულატორი შეიძინა, სხვადასხვა დამსაქმებელთან პარტნიორობა განამტკიცა და 10 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა ყველაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გზაა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შესაბამის ცოდნას მისცემს და საჭირო უნარს გამოუმუშავებს, რათა ისინი კომპეტენტურ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროგრამაზე სწავლა ივლისში დაიწყება", — ამბობს ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებლების კვლევა და გამოიკვეთა ბაზარზე არსებული საჭიროებები კვალიფიციური ოპერატორების კუთხით; კვლევის საფუძველზე კი შემუშავდა მომზადებისა და გადამზადების სამ-სამი პროგრამა ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორებისთვის.
თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. თეგეტა აკადემიის მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ.
"საქართველოში მართვის მოწმობა სპეცტექნიკის ოპერატორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გარეშე გაიცემა. სწორედ ამიტომ სპეცტექნიკის ოპერატორებს უწევთ, ისწავლონ მართვა რეალურ გარემოში, მუშაობის პარალელურად, რაც იწვევს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემას — დანახარჯების ზრდას, ტექნიკის დაზიანებას, სამუშაო პროცესის შეფერხებას. სიმულატორით სწავლება კი ახალი სიტყვა იქნება ბაზრისთვის. ის მოაგვარებს უამრავ პრობლემას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამ დროისთვის სიმულატორი მუშა მდგომარეობაშია, აკადემიის ტრენერებმა გადამზადება გაიარეს ფინელ პროფესიონალებთან და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ სიმულატორი და როგორ უზრუნველყონ სიმულაციური სავარჯიშოების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება", — აცხადებს გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიის კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.
თეგეტა აკადემიაში მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები