პრეზიდენტის და პრემიერის კამათი ტრიბუნიდან — რა მოხდა ამჯერად
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტს შორის შეხმატკბილებული ურთიერთობა დაიძაბა.
- თუ ერთ დროს ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ქართული ოცნება დიდ რესურსს ხარჯავდა და მისი საარჩევნო პლაკატებიდან ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები გვიღიმოდნენ, ახლა დრო და რესურსი პრეზიდენტის კრიტიკაში იხარჯება.
- კრიტიკულია თავად პრეზიდენტიც და მთავრობას როგორც ქვეყნის საერთაშორისო კურსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებაზე განცხადებებს უწუნებს.
- გუშინ, 26 მაისს პრეზიდენტმა მთავრობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც გააკრიტიკა.
- რასაც, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრების საპასუხო კრიტიკა მოჰყვა.
რა მოხდა დღეს: საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის ფორუმი გამართა, რომელზეც მთავრობის წევრებთან ერთად პრეზიდენტიც იყო მიწვეული.
- პირველი სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდა და ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა, კერძოდ პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.
- "ეს არ არის — მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე — და ეს არ არის შეურაცხყოფა პრეზიდენტის. ეს არის დარღვევა პროტოკოლის და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
- მისი თქმით, 26 მაისის ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმა და შემდეგ მას.
- როცა ზურაბიშვილი ამას ამბობდა, კადრში ღარიბაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გვერდით გაიხედა და გაიღიმა.
პრეზიდენტმა საუბარი დიასპორის საკითხებზე გააგრძელა და იქვე ხელისუფლების მესიჯბოქსზეც გაამახვილა ყურადღება.
- "ძნელი დასათვლელი არის რიცხოვნად, რამდენად წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იგერ იყო ნათქვამი, რომ 1 მილიონი არის რუსეთი, აღარ არის 1 მილიონი რუსეთში ეს კარგად ვიცით, დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ იქნება და ისიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები", — თქვა მან.
- ამით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რადგან სწორედ ის აპელირებდა ამ რაოდენობაზე.
- სიტყვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა აუდიტორიას, თქვა რომ უნდა წასულიყო და დარბაზიდან გავიდა.
პრემიერმინისტრმა თავისი გამოსვლა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ იმ ტრიბუნიდან პრეზიდენტს არ უპასუხებდა, მაგრამ მაინც უპასუხა.
- "მინდა პრეზიდენტს, წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ [ჩანართი: აქ პრემიერმინისტრს ტაშით გააწყვეტინეს] საქართველოს დამოუკიდებლობის დღე", — თქვა ღარიბაშვილმა.
- შემდეგ კი გააგრძელა, რომ მისი აზრით, 26 მაისს ყველა ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე.
- "აი, ეს იქნებოდა ჩემი პასუხი", — დაამატა მან, მაგრამ ამით არ დაუმთავრებია.
- "რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია", — თქვა მთქვა ღარიბაშვილმა, გაიღიმა და ხელი გაიშვირა, რა დროსაც ისევ ტაშით გააწყვეტინეს.
გარდა ამისა, პრემიერს, რომელიც პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას არ აპირებდა, არც დიასპორის რაოდენობაზე გამოხმაურება დაუტოვებია უპასუხოდ და ხაზგასმით გვითხრა, რომ ამაზე ლაპარაკი უხერხულად მიაჩნია.
- "საერთოდ მგონია, რომ ძალიან უხერხულია და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში, რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს არის შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ ვუწოდოთ ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი", — თქვა მან.
- შემდეგ კი ზურაბიშვილის ოჯახის ემიგრაციის ისტორიას გამოეხმაურა: "ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად".
- ღარიბაშვილს არც აქ დაუსრულებია და პრეზიდენტს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის მოხვედრის ინიციატივაზეც უპასუხა: "არათუ პარლამენტში, ჩვენ დიასპორის, ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად".
- ქვეყნის განვითარების მიმოხილვის და მთავრობის ქების შემდეგ, გამოსვლის დასასრულს ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე საუბარს ისევ დაუბრუნდა:
- "დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატი"
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები