0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინტერნეტი ბელგოროდში მიმდინარე ამბებით აღფრთოვანებულია
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს და კრემლს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" თავისივე ტერიტორიაზე აქვს...
დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ — რუსეთში პარტიზანული ბრძოლებია. რა თქმა უნდა, მალევე ეს ფაქტი ინტერნეტისთვის ხუმრობების წყაროდ იქცა და ტვიტერის ტრენდებში აღმოჩნდა. ტრადიციულად, ჩვენ საუკეთესო რეაქციები გაგიერთიანეთ.
მარტივ კითხვას ვუპასუხოთ: "რატომ იჭრება რუსეთი რუსეთში?"
მოდი, წარმოვიდგინოთ ფრიად საინტერესო დიალოგი პუტინსა და შოიგუს შორის, ბელგოროდის მიმართულებით "წინსვლაზე":
მგონი, პრიგოჟინის შემდეგ, კიდევ ერთ სახალისო ვიდეოს ვიხილავთ, რომელშიც შოიგუს პუტინიც აგინებს "ნიუანსების" გამო
აქვე, პროპაგანდისტული სპუტნიკის ფოტოშარჟით ასეთ ნიუსებზეც დავფიქრდეთ: "პუტინმა დააანონსა მორიგი სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომ დაიცვას რუსულად მოსაუბრე რუსები რუსებისგან, რომლებიც რუსეთში რუსეთიდან შეიჭრნენ".
არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ინტერნეტი უკვე განიხილავს ბელგოროდის ოლქის, უფრო ზუსტად, ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკის მომავალს:
რეფერენდუმის ბიულეტენის ვერსიებიც კი ვრცელდება: "როგორ ფიქრობთ, ბელგოროდი უნდა გამოეყოს რუსეთის ფედერაციას და გახდეს ბელგოროდის დამოუკიდებელი რესპუბლიკა?"
ამ მიმის სულისკვეთებას ოფისში ყველა თანამშრომელი ვიზიარებთ
კომენტარები