ნინო ლომჯარია

20 May. 2023, 20:42

დღეს მმართველი პარტიის ლიდერმა, განაცხადა, რომ თითქოს, ქართველი ხალხი არის ქსენოფობი, მას თავად არ უყვარს ქართველი ხალხი, თორემ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი შემთხვევა, როდესაც სიძულვილით მოტივირებული რამე ტიპის გადაცდომა ყოფილიყო ჩადენილი ქართველი ხალხის მიერ რუსი ხალხის წინააღმდეგ საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმიტომ, რომ ჩვენ თავად არაერთგზის გავმხდარვართ დევნილები, სწორედ, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. 

ასევე, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეები და ხელისუფლებები ხშირად განსხვავდება და ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ არ წარმოვადგენთ საქართველოს ხელისუფლებას და ისინი არ წარმოგვადგენენ ჩვენ. ჩვენ არ გვინდა ისე გვექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის გარეთ, როგორ ქცევასა და დამოკიდებულებასაც იმსახურებს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული მისწრაფებები გვაქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. პლენუმის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უზენაესი…