ნახეთ: ახალი 3D სკანირება ტიტანიკს დეტალურად ასახავს
ახალი 3D სკანირება დეტალურად გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა 111 წლის წინ ჩაძირული ტიტანიკი მშრალ მდგომარეობაში.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაძირულ ლაინერზე ჩატარებული კვლევებისა და დახარჯული დროის მიუხედავად, ექსპერტები ჯერაც ვერ თანხმდებიან გარკვეულ დეტალებზე. ეს ახალი 3D სკანირება კი შეიძლება მათ ცოდნის სრულყოფასა და პასუხების მოძიებაში დაეხმაროთ.
"ჯერ კიდევ არსებობს ძირითადი კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს", — განაცხადა პარკს სტეფენსონმა, USS Kidd Veterans Museum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ფილმ "ტიტანიკის" რეჟისორ ჯეიმზ კამერონთან თანამშრომლობდა. "ეს პროექტი არის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტიტანიკის ისტორიის მტკიცებულებებზე — და არა სპეკულაციებზე — დაფუძნებული კვლევისკენ მიმავალ გზაზე."
ღრმა ზღვის შემსწავლელმა კომპანიამ, Magellan Ltd.-მ, და დოკუმენტური ფილმების მწარმოებელმა ფირმამ, Atlantic Productions-მა, გადაწყვიტეს, ეთანამშრომლათ, რათა შეეგროვებინათ სკანირების მონაცემები დისტანციური მართვის წყალქვეშა კამერების გამოყენებით.
რობოტულმა კამერებმა სულ 200 საათზე მეტი დახარჯა, რომ დაეთვალიერებინა ნამსხვრევები, რომლებიც მდებარეობს ჩრდილო ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სანაპიროებზე. შედეგად მიიღეს 700 000 სურათი, რომლებიც მკვლევრებმა შეაერთეს დეტალური 3D მოდელის აღსადგენად.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ტიტანიკის შემთხვევა ჯერ კიდევ რჩება ინტერესის საგნად. ბოლოდროინდელი 3D სკანირებები კი საშუალებას გვაძლევს, იგი დავინახოთ ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე ოდესმე.
კომენტარები