მედიის ადვოკატირების კოალიცია

13 May. 2023, 17:50

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას. [...]

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს.

ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას. მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია ქართულ ოცნებას პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება. ფორმულას ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასთვის რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვებისთვის შეუჩერდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ