შალვა პაპუაშვილი

3 May. 2023, 23:00

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ეს ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. [...]

ასეთი ინიციატივების წამოყენებაც არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ მოქალაქეებსა თუ ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ, წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, ეს არასერიოზულია.

საკანონმდებლო წინადადებებია ხოლმე ხშირად, მოსახლეობასაც მედიის მხრიდან მიეწოდება ხოლმე ისეთი წინადადებები, თითქოს, პარლამენტი ახლა განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს. ეს არის ნაწილი ინიციატივებისა, რომელიც მოქალაქეებისგან მოდის და აქ უბრალოდ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში. პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიზანია, შეიზღუდოს ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან

საინფორმაციო სააგენტო "ტაო ნიუსის" დირექტორის, პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გაერთიანებული…