რატომ შეუერთდა საუკეთესო მათემატიკოსი მაკრონის პარტიას?
ფოტო: Frederic Stevens/Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის ქვეყანას რევოლუციას დაპირდა. საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით, მას აქვს შანსი, ეს დაპირება აასრულოს. მაკრონის ახალმა ცენტრისტულმა და რეფორმატორმა პარტიამ, La République En Marche!-მ, ეროვნულ ასამბლეაში 577 ადგილიდან 308 მოიგო. მისი დელეგატების თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ, რომელთა უმეტესობა არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური.
ფრანგული მეცნიერებისათვის რა ცვლილებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი, კვლავ ბუნდოვანია. მაკრონის დაპირებით, ის კვლევების დაფინანსებას გაზრდის და უნივერსიტეტებს უფრო ავტონომიურად აქცევს. მისი მიზანია, კლიმატისა და გარემოს მეცნიერებაში საფრანგეთი მსოფლიო ლიდერად აქციოს და ხალხს იმასაც დაპირდა, რომ უცხოელი მეცნიერების მიზიდვაში €30 მილიონს ჩადებს. მან თავისი დაპირება ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც “Make Our Planet Great Again” ჰქვია. მეცნიერთა უმეტესობამ ამოისუნთქა, როცა გასულ თვეს მაკრონმა ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი დაამარცხა, მაგრამ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში რეფორმებს, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა მემარცხენე ჯგუფებისგანაც შეხვდება.
ჟურნალი Science მაკრონის პარტიის ერთ-ერთ ახალ წევრს, მათემატიკოსსა და ფილდსის მედალის მფლობელ სედრიკ ვილანის (43 წლის) გაესაუბრა, რომელმაც სამხრეთ პარიზის ოლქში ხმების 69% მოაგროვა. იხილეთ ვილანის გამოსვლა TED talk-ზე, სადაც ხსნის, თუ რატომ არის მათემატიკა სექსუალური.
რატომ იყარეთ კენჭი და რატომ მაინც და მაინც მაკრონთან?
არასოდეს გამიიგივებია საკუთარი თავი რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობასთან. თუმცა, მაკრონის პარტია ენთუზიაზმით სავსე და პროევროპულია, რაც ძალიან იშვიათია საფრანგეთში არსებულ ნაციონალურ პარტიებს შორის. ის ასევე დაუპირისპირდა ძველ პოლიტიკურ ტრადიციას, რომელიც მოიცავდა ოპონენტებზე სისტემატიურ თავდასხმას პრეზიდენტის არჩევნების დროს. ამის ნაცვლად, მან წაახალისა სიკეთე, პრაგმატიზმი და პროგრესი. პარტია კი კეთილგანწყობით დახვდა არაპოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთ საქმეში ექსპერტები არიან.
რის მიღწევას იმედოვნებთ ეროვნულ ასამბლეაში? ზოგადად და მეცნიერებისათვის?
იმედი მაქვს, მონაწილეობას მივიღებ იმაში, რომ საფრანგეთი კვლავ დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში - საკუთარ მთავრობაში, საკუთარ შესაძლებლობებსა და მომავალში. რაც შეეხება მეცნიერებას, ეს მეტად კომპლექსური ეკოსისტემაა და საფრანგეთში არსებული საკითხები კარგადაა ცნობილი. კონკურენციაში მყოფი კვლევის დამფინანსებელი სააგენტოები ერთი საკითხია, როგორ დავაჯილდოოთ მკვლევრები შესამჩნევი მიღწევებისათვის - მეორე. როგორ მოვაწესრიგოთ უნივერსიტეტის მმართველობა. საჯარო და კერძო ინვესტიციების ფარდობა R&D (Research and Development)-ში. სამეცნიერო აღმოჩენების დაპატენტება და პროდუქტების ბაზარზე გამოტანა და ა. შ. არ არსებობს ერთი კონკრეტული თემა, რომელთანაც მინდა ასოცირებული ვიყო. მინდა, რომ მეცნიერება მთლიანად განვითარდეს.
კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ?
პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა არ არსებობს. მე აუცილებლად მხარს დავუჭერ ეროვნული კვლევითი სააგენტოს უკეთეს სამეცნიერო ხელმძღვანელობას. ძალიან მინდა, ზოგიერთ მკვლევარს სპეციალური სტატუსი მივანიჭო, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო აღიარებაზე. რაც შეეხება უნივერსიტეტის მართვას, უპირატესობას ვანიჭებ კანონების შემსუბუქებას და ვისურვებდი, რომ ნაკლებად ჩახლართული იყოს. უნივერსიტეტებმა უკეთესად უნდა იმუშაონ სტუდენტების ინფორმირებაზე: რა შედეგი ექნება იმ კარიერას, რასაც ისინი სთავაზობენ.
მაგრამ ამის კეთებით, ჩემი მიზანი არ არის, რომ მხოლოდ მეცნიერებას ვემსახურო. ჩემი მიზანია, საზოგადოებას ვემსახურო მეცნიერებით. ამჟამად, საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში მეცნიერების ცოდნა ნულთან ძალიან ახლოსაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ექსპერტი ეროვნულ ასამბლეაშია.
სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი კვლავ არაა დარწმუნებული, რომ მაკრონი რეალურად დაინტერესებულია მეცნიერებით.
ვნახავთ. მან პირველი ძლიერი სიგნალი ძალიან კომპეტენტური მინისტრის დანიშვნით გააგზავნა. ფრედერიკ ვიდალს ფართო მანდატი მისცა. მის დანიშვნას ყველა კეთილგანწყობით შეხვდა, სამეცნიერო საზოგადოების ყველაზე რადიკალური ფრაქციაც კი. მაკრონის კეთილგანწყობა კლიმატის უცხოელ მეცნიერებზეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის არის პრეზიდენტი, რომელსაც სჯერა, რომ მეცნიერება გლობალური პოლიტიკის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მრავალი მეცნიერი პოლიტიკური პროცესების ნაწილი ხდება. თუ სისტემაში არის საკმარისი ფული, კარგი ბალანსი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში, და კარგი მმართველობაა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სისტემა მუშაობს - იმის შანსები არის, რომ სამეცნიერო საზოგადოება ბედნიერი იქნება.
არის თუ არა ეს თქვენი კარიერის დასასრული მათემატიკაში?
ჩემი კვლევები რეალურად მაშინ შეჩერდა, როდესაც 2009 წელს ინსტიტუტის დირექტორი გავხდი და უფრო აქტიურად დავიწყე მედია სივრცეში გამოჩენა. ახლა კი, ვტოვებ დირექტორობას. ხშირად, თუ გინდა, რომ ცხოვრებაში ახალი გამოცდილება მიიღო, რაღაც გვერდით გადადო. მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია საფრანგეთში იმდენად უნიკალური და ექსტრაორდინალურია, რომ ის იმაზე მეტია, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა

დისკუსია: რას ფიქრობთ, უნდა ერთვებოდნენ თუ არა მეცნიერები აქტიურად პოლიტიკაში? რატომ?