ირაკლი კობახიძე

19 Apr. 2023, 23:31

არა მარტო არსებითი ცვლილებები გვაქვს ჩვენ სასამართლო სისტემაში, არამედ ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. ეს სტატისტიკა არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. 2012 წლამდე იყო რადიკალურად განსხვავებული ვითარება. [...]

ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნების დამსახურება, რაც 2012 წლიდან არსებობს. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურება. ამაზეც არავინ საუბრობს. კანონმდებლობა არის ფუნდამენტურად შეცვლილი, დახვეწილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო შესაბამისობაშია არსებული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან, არამედ აჭარბებს ამ სტანდარტებს ძალიან ბევრი თვალსაზრისით.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. დღეს ქართულმა ოცნებამ მეორედ ჩააგდო კენჭისყრა პარლამენტში, რათა არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფცია და სამართალდარღვევის ფაქტები უნდა შეისწავლოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ