სამშაბათს ბაქომ და ერევანმა ერთმანეთი "პროვოკაციაში", ცეცხლის შეწყვეტის დარღვევასა და არტილერიის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ასევე, ორივე მხარემ აღიარა მსხვერპლის დაუზუსტებელი რაოდენობა.

სამშაბათს სომხური პროსამთავრობო მედიის ცნობით, მრავალ დაშავებულთან ერთად სულ მცირე სამი სომეხი და ოთხი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღება "ადეკვატური ოპერატიული ზომები".

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრძოლები სამხრეთ სიუნიკის პროვინციაში, სომხურ სოფელ თეღთან მიმდინარეობს.

სოფელი მდებარეობს ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან, მთიანი ყარაბაღისკენ წინა მარშრუტი პირდაპირ სოფლის გავლით გადიოდა.

მას შემდეგ, რაც ბაქომ და ერევანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა სოფელთან ახალი პოზიციები დაიკავა, თეგის ირგვლივ სიტუაცია კვლავ დაძაბულია.

რამდენიმე თვეა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მატულობს, რამაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთში სიტუაციის ესკალაციის ან ომის შიში გააჩინა.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.