ირაკლი კობახიძე

9 Apr. 2023, 00:02

ჩვენ ვხედავთ მის [სალომე ზურაბიშვილის] ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჯობდა, ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ. მაქვს ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის პოზიციის ცვლილება, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს და არ ვისაუბრებ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკულ მომენტებში ის მაინც რაღაც დონეზე პრინციპულობას აჩვენებს. თავად სალომე ზურაბიშვილი თუ მაგალითად, რაღაც მომენტებში არ უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ მაინც ვალდებული ვართ, რომ გავუფრთხილდეთ ამ ინსტიტუტს, რადგან აქ საქმე ეხება სახელმწიფო ინსტიტუტის პრესტიჟს და ამიტომ, რაღაცებს არ ვიტყვით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…