ბრინჯაოს ხანის ადამიანები ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს იღებდნენ — კვლევა
მკვლევრებმა ბრინჯაოს ხანის ცერემონიების დროს ფსიქოდელიური ნივთიერებების მოხმარების მტკიცებულება აღმოაჩინეს.
თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე, მონკორში აღმოჩენილი თმის ღერის ანალიზი მიუთითებს, რომ უძველესი ადაიმანები მცენარეებისგან მიღებულ ჰალუცინოგენიურ ნივთიერებებს იღებდნენ.
მიგნება ევროპაში ნარკოტიკების მოხმარების პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც სავარაუდოდ რიტუალისტური ცერემონიების ფარგლებში გამოიყენეს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს სკოპოლამინი, ეფედრინი და ატროპინი თმის სამ ნიმუშში. ატროპინი და სკოპოლამინი ბუნებრივად გვხვდება იმ მცენარეების ოჯახში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰალუცინაციები.
ჟურნალ Scientific Reports-ში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში ადამიანები მცენარეებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ, მათ შორის არასიფხიზლისთვის.
"აქ წარმოდგენილი შედეგები მიუთითებს, რომ ფსიქოდელიური შემადგენლობის მცენარე მოიხმარეს ბრინჯაოს ხანის ადამიანებმა. საინტერესოა, რომ კვლევაში აღმოჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერებები არ არის ფიზიკური ტკივილის შესამსუბუქებლად. თმაში მოძიებული ალკალოიდების პოტენციური ტოქსიკურობის გათვალისწინებით, მათი დამუშავება და გამოყენება საჭიროებდა სპეციფიურ ცოდნას. ამ ცოდნას, როგორც წესი, შამანები ფლობდნენ. მათ მცენარეული ნივთიერებების გვერდითი ეფექტების გაკონტროლება შეეძლოთ", — ამბობენ მკვლევრები.
ითვლება, რომ ეს მცენარეები შამანების მიერ შესრულებული რიტუალური ცერემონიების ნაწილი იყო.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხის კონტეინერებზე კონცენტრირებული წრეები, რომლებშიც მასალა აღმოაჩინეს, გამოსახავდნენ თვალებს და შეიძლება ასახავდნენ "შინაგან მეს", რაც დაკავშირებული იყო ფსიქოდელიურ გამოცდილებებთან.
ათასობით წლის წინდელი კულტურული განსხვავების გამო, ავტორები ვარაუდობენ, რომ კონტეინერებზე არსებული გამოსახულებები ერთგვარი გამოქვაბულების ილუსტრაციების გაგრძელება იყო.
ესპანეთის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თმის ღერები Es Carritx-ის გამოქვაბულიდან გამოიკვლიეს. ამ გამოქვაბულს ადამიანები დაახლოებით 3600 წლის წინ იყენებდნენ და მას ინდივიდების დასაკრძალად იყენებდნენ. კვლევების მიხედვით, აქ 210 ადამიანია დაკრძალული.
თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე პიროვნების თმის ღერებია შეღებილი წითლად და მორთულ ხის კონტეინერებში მოთავსებული. ეს თმის ღერები დაახლოებით 3000 წლით თარიღდება.
კომენტარები