შალვა პაპუაშვილი

7 Apr. 2023, 16:47

ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან. ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ, ძირითადად, საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებზე. არაფერი დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში, თუ სხვადასხვა კვლევაში, ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, თუმცა, სპეციფიურად, რომელი ესა თუ ის ინფორმაცია არის იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რამე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია, გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ