საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა პირველი გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, თბილისში, მარჯანიშვილის N6-ში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა პირველი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. ინვესტიცია 2 479 000 ლარს შეადგენს.
კლინიკა, რომელიც მულტიფუნქციურ ამბულატორიასთან ერთად დღის სტაციონარსაც აერთიანებს, 1 100 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.
"საქართველოს ბანკთან ერთად ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია. ბანკთან თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით საკმაოდ მალე მოვახერხეთ კლინიკის გახსნა. ამ ეტაპზე გვაქვს მულტიფუნქციური ამბულატორია, დღის სტაციონარით, რომელიც მოიცავს, როგორც სრულ დიაგნოსტიკას (რენდგენს, გერმანულ ლაბორატორიას, ექოსკოპიას, პედიატრიასა და ონკოლოგიას ქიმიოთერაპიით და ობსერვაციით), ასევე კარდიოლოგიას, რევმატოლოგიას, დერმატოლოგიასა და თერაპიას. აღსანიშნავია, რომ კლინიკას აქვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სრულად გერმანული, უმაღლესი ხარისხის ანალიზატორებით არის აღჭურვილი. ლაბორატორიის მუშაობის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერ პაციენტს შეუძლია, თვალი ადევნოს პროცესს, თუ როგორ, სად, რა პირობებში, და რომელი ანალიზატორით კეთდება ესა თუ ის ლაბორატორიული კვლევა.
ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკასთან. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებთანაც. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ გაფართოებასა და განვითარებაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ხარისხიანი და მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, სამომავ", — ლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და პლასტიკური ქირურგიის მიმართულების დამატებას განაცხადა კლინიკა პირველის გენერალურმა დირექტორმა, ალინა ჩხაიძემ.
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, ის უკვე მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიას უკვე აქვს განვითარების სამომავლო გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სერვისების რაოდენობა, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ამ დროისთვის კლინიკას 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მოხარული ვართ, რომ კლინიკა ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები