ლევან მურუსიძე

7 Apr. 2023, 01:26

როგორ ფიქრობთ, ერთი რამე მინდა გითხრათ. როდესაც თქვენ გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხართ, თან გეუბნებიან, მე არ გეტყვი, რატომ ხარ კორუმპირებული. და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე. როგორ ვიცხოვრო. მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. მე ის კი არა მაქვს, სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ, ხო. სულ მურუსიძის სახელი არის და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში მე მაბრალებენ, დავუშვათ, ხო. ეს ჩემთვის ტვირთი არი.

განაცხადა სანქცირებულმა მოსამართლემ TV იმედთან ინტერვიუში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს — ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ